
ბევრს იცინებთ! ოლიმპიაკოსის შემტევი მეკარეს დაემალა და გაუტანა
საბერძნეთის თასზე არისისა და ოლიმპიაკოსის მატჩი ფრედ დასრულდა - 1:1. ბუხალაკისმა ანგარიში 87-ე წუთზე გაათანაბრა, ის არისის მეკარეს დაემალა, როცა მეკარე მოდუნდა კარის უკანა მხრიდან გამოვიდა, მეტოქეს ბურთი მოპარა და ანგარიში გაათანაბრა. ამ გოლით ოლიმპიაკოსმა მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.