Thumbnail
  • საქართველო 1:2 სერბეთი
  • მომდევნო მეტოქე ხორვატიაა

საქართველოს ნაკრები ფედერაციის თასზე ევროპა-აფრიკის პირველ ჯგუფში ჩაება (კაპიტანი მარგალიტა ჩახნაშვილი). ჩვენი გუნდი ბრიტანეთის ქალაქ ბათში B პულში ასპარეზობს სერბეთთან, თურქეთსა და ხორვატიასთან ერთად. 

პირველ დღეს ნაკრები სერბეთს დაუპირისპირდა. კორტზე ჯერ მარიამ ბოლქვაძე (312) და ივანა იაროვიჩი (117) გავიდნენ. სამწუხაროდ, საათსა და 10 წუთში სერბმა იმარჯვა - 6:3, 6:1.

ამის შემდეგ კორტზე ნაკრების პირველი ჩოგანი ეკატერინე გორგოძე (151) გავიდა. ის 18 წლის ოლგა დანილოვიჩს (112) დაუპირისპირდა და ვერას გახდა - 5:7, 3:6. ასე რომ, მატჩი საქართველოს ნაკრებმა დათმო.

წყვილების დაპირისპირებას დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა - მარიამ ბოლქვაძემ და ოქსანა კალაშნიკოვამ იოროვიჩსა და დანილოვიჩს 6:3, 7:5 მოუგეს. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრები 1:2 დამარცხდა. 

აღსანიშნავია, რომ სერბეთის ნაკრებმა საქართველოსთან პირველი ჩოგანი ალექსანდრა კრუნიჩი (57) საერთოდ დაასვენა. ხვალ საქართველოს ნაკრების მეტოქე ხორვატია იქნება. პულის პირველადგილოსანი აღზევებისთვის A პულის გამარჯვებულთან იბრძოლებს, ხოლო პულების ბოლოადგილოსნები პირველ ჯგუფში ადგილის შენარჩუნებისთვის შეხვდებიან ერთმანეთს.

კომენტარები

ბოლო ამბები