Thumbnail

ზეიმი საქართველოს დროშით - ბეჟანიშვილმა NCAA-ში 16 ქულა ჩააგდო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ილინოისი 79:74 მიჩიგანი
  • გიორგი ბეჟანიშვილი - 16 ქულა, 5 მოხსნა
დაკარგული ტალანტი? გიორგი ბეჟანიშვილი NCAA-ში დაფრინავს

NCAA-ს  BIG 10 კონფერენციაში მოთამაშე ილინოისმა დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა მიჩიგანი - 79:74. გამარჯვებულთა რიგებში ბრწყინვალედ ითამაშა 20 წლის გიორგი ბეჟანიშვილმა, რომელმაც 32 წუთში 16 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. გუნდში მასზე მეტი ქულა მხოლოდ აიო დოსუნმუმ ჩააგდო (24). ილინოისი კონფერენციაში მე-5 ადგილზეა და 9 თებერვალს რატჯერსს ეთამაშება.

აღსანიშნავია, რომ ილინოისმა წინა მატჩშიც იმარჯვა, როცა ნებრასკა 71:64 დაამარცხა (ბეჟანიშვილი - 8 ქულა, 4 მოხსნა, 2 დაფარება). 

მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ფორვარდი ოფიციალურად ავსტრიის მოქალაქეა, მიჩიგანთან მატჩის აღნიშნვნისას მან საქართველოს დროშა შემოიხვია და ისე იზეიმა გუნდთან ერთად.

შეგახსენებთ, რომ თავის დროზე არც სანდრო მამუკელაშვილს ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობა (აშშ-ის მოქალაქე), თუმცა ეს პრობლემა მოგვარდა და შარშან სანდრომ საქართველოს ნაკრებშიც ითამაშა.  

კომენტარები

ბოლო ამბები