Thumbnail
  • პაპიძისა და მატარაძის ლიონი დამარცხდა.
  • ლობჟანიძისა და ბეკოშვილის ბრივმა მოიგო.
  • გორგაძისა და ტაბიძის ბორდოს გამარჯვება.
  • ფრუიძის ლელო და მათიაშვილის დებიუტი.

ჩელენჯ ქაფზე მეხუთე ტურის შეხვედრები გრძელდება. სეილ შარქსმა საკუთარ მოედანზე გურამ პაპიძისა და თორნიკე მატარაძის ლიონს უმასპინძლა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და მასპინძელთა გამარჯვებით 15:13 დასრულდა. გურამ პაპიძე განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. ლიონი მეორე ჯგუფში ასპარეზობს, ფრანგულ კლუბს 10 ქულა აქვს და ოთხგუნდიან ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს. ქართველების კლუბი ბოლო ტურში კარდიფ ბლუზს საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.

ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ვეფხვაძის ოიონამ კარლენ ასიეშვილის, ვასილ ლობჟანიძისა და სოსო ბეკოშვილი ბრივს უმასპინძლა. ოიონას რიგებში ქართველებს არ უასპარეზიათ. ვასილ ლობჟანიძე მინდორს დაუბრუნდა, ბორჯღალოსანთა 9-ნომერი მოედანზე შეცვლაზე შემოვიდა და მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა. რაც შეეხება სოსო ბეკოშვილს, ის თამაშში 56-ე წუთზე ჩაერთო. ბრივმა 29:19 მოიგო და იმ შემთხვევაში თუ ბოლო ტურის მატჩს 7-ქულაზე მეტით მოიგებს, პლეი ოფის საგზურს მოიპოვებს.

ბექა გორგაძისა და ლაშა ტაბიძის ბორდომ დრაგონსი 36:28 დაამარცხა. ლაშა ტაბიძე განაცხადში იყო, თუმცა მოედანზე არ გამოსულა. განმეორებით შეხვედრას ბორდო ერთ კვირაში გამართავს. ამ დროისთვის ფრანგული კლუბი მეორე ადგილს იკავებს მეორე ჯგუფში.

ლონდონ აირიშმა ლაშა ლომიძის გარეშე ითამაშა. ლომიძის გუნდს ლაშა მალაღურაძის, სოსო მათიაშვილისა და გიორგი ფრუიძის კრასნი იარი ესტუმრა და 47:17 დამარცხდა. სოსო მათიაშვილისთვის ეს მატჩი ჩელენჯ ქაფზე სადებიუტო იყო. შეხვედრაში ანგარიში გიორგი ფრუიძის ლელოთი გაიხსნა, ლაშა მალაღურაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და კრასნი იარი 7:0 დაწინაურდა. მასპინძლებმა მალევე გაათანაბრეს, თუმცა ტაიმის ბოლოს მალაღურაძემ ჯარიმა გაიტანა და რუსულმა კლუბმა ტაიმის მოგება მოახერხა.

მალაღურაძემ კრასნი იარს 7 ქულა მოუტანა. ქართველების ანგარიშზე ამ მატჩში სულ 12 ქულაა.

მეორე ტაიმში ლონდონ აირიშმა 40 ქულის მოპოვება მოახერხა და მატჩიც მოიგო. კრასნი იარის მხრიდან ერთადერთი ლელო მეორე ტაიმში სანია ლატუმ დადო, რომელიც მოედანზე სოსო მათიაშვილის ნაცვლად 65-ე წუთზე შემოვიდა. ლაშა მალაღურაძემ გარდასახვა მეორედაც ზუსტად შეასრულა.

20 იანვარს კრასნი იარი ლონდონ აირიშს თბილისში უმასპინძლებს. რუსული კლუბი ჯგუფიდან ვეღარ გადის. რაც შეეხება ლონდონ აირიშს, პრემიალური ქულით მოგების შემთხვევაში პლეი ოფში ლაშა ლომიძის გუნდი გადის. გიორგი მელიქიძისა და ზურა ჟვანისა სტად ფრანსე, რომელიც ტურნირის მოქმედი ჩემპიონია ჯგუფში რჩება.

მე-5 ტურის დასრულებამდე ორი მატჩი დარჩა. ნიუკასლ ფალკონსი დავით კაჭარავასა და მიშო გაჩეჩილაძის ენისეის უმასპინძლებს, კარდიფ ბლუზი ფრანგულ ტულუზს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები