Thumbnail

NBA ALL STAR | სნაიპერთა კონკურსის მონაწილეები - კარი, ნოვიცკი და სხვები

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • NBA ‘ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის’ მზადებას განაგრძობს
  • ლიგამ სამქულიანების კონკურსის მონაწილეთა სია გამოაქვეყნა
  • სხვებთან ერთად შეჯიბრებაში 40 წლის დირკ ნოვიცკიც გამოვა 

NBA ‘ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის’ ემზადება. ლიგამ სამქულიანების კონკურსის მონაწილეთა სია გამოაქვეყნა, რომელიც ALL STAR-ის უიქენდის ფარგლებში, შარლოტში გაიმართება.

წელს პირველად, სამქულიანების კონკურსში მონაწილეობას 10 მოთამაშე მიიღებს: კრის მიდლტონი (მილუოკი), სტეფ კარი (გოლდენ სტეიტი), კემბა უოკერი (შარლოტი), დირკ ნოვიცკი (დალასი), დენი გრინი (ტორონტო), ჯო ჰარისი (ბრუკლინი), დევინ ბუკერი (ფინიქსი), ბადი ჰილდი (საკრამენტო), დემიან ლილარდი და სეტ კარი (ორივე პორტლენდი).

მეტი ამ თემაზე: NBA ALL STAR | პლუს დირკ ნოვიცკი, დუეინ უეიდი და დ'ანჯელო რასელი

ჩამოთვლილ მოთამაშეთაგან სამს უკვე გაუმარჯვია ამ კონკურსში - დირკ ნოვიცკიმ წარმატებას 2006 წელს მაღწია, სტეფ კარიმ - 2015-ში, ხოლო დევინ ბუკერმა - შარშან. 

სნაიპერთა შეჯიბრებაში კარიერაში პირველად მიიღებენ მონაწილეობას სეტ კარი, დენი გრინი, ჯო ჰარისი და ბადი ჰილდი.

მიმდინარე სეზონში სტეფ კარი მატჩში საშუალოდ 5,2 სამქულიანს აგდებს (45,1%)

სამქულიანების კონკურსში მონაწილეობაზე მანამდე უარი გოლდენ სტეიტ უორიორსის მცველმა კლეი ტომპსონმა თქვა, რომელიც ზედიზედ ბოლო ოთხ მსგავს შეჯიბრებაში გამოდიოდა, 2016 წელს კი მისი გამარჯვებულიც გახდა.

მეტი ამ თემაზე: NBA ALL STAR | ლუკა დონჩიჩი არ იქნება! მისი ადგილი რეზერვშიც არ აღმოჩნდა 

NBA-ს 2019 წლის ‘ყველა ვარსკვლავის მატჩი’ თბილისის დროით 18 თებერვალს, შარლოტში გაიმართება.

გამოკითხვა

ვინ გახდება წლის მოთამაშე [MVP]?

  • ჯეიმს ჰარდენი
  • იანის ანტეტოკუნმპო
  • ენტონი დევისი
  • სტეფ კარი
  • კავაი ლეონარდი
  • ჯოელ ემბიიდი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • სხვა მოთამაშე

კომენტარები

ბოლო ამბები