Thumbnail
  • დეტროიტ პისტონსმა ზედიზედ მეორე თამაში მოიგო
  • ზაზა ფაჩულიას გუნდმა კონფერენციის აუტსაიდერი 105:92 დაამარცხა

ზაზა ფაჩულიას დეტროიტმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციის მერვეადგილოსან მაიამის ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.

დენვერთან გამარჯვებიდან მხოლოდ ერთი დღის შემდეგ, პისტონსმა კონფერენციის აუტსაიდერი ნიუ იორკ ნიქსი სტუმრად 105:92 დაამარცხა და ახლა უკვე 24 მოგება და 29 მარცხი აქვს. შედეგად, დეტროიტს პლეი ოფში გამსვლელ მე-8 ადგილამდე, სადაც ახლა მაიამი (25 მოგება, 27 მარცხი) იმყოფება, 1 მოგება აშორებს. თუმცა, ჰიტს, რომელმაც პორტლენდი 118:108 დაამარცხა, 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ზაზა ფაჩულიამ 11 წუთი და 32 წამი ითამაშა. ამ დროში მან 5 ქულა, 3 მოხსნა (1 შეტევაში, 2 დაცვაში) და 1 პასი დააგროვა. პისტონსის 34 წლის ქართველმა ცენტრმა ერთადერთი 2-ქულიანი და სამივე საჯარიმო ზუსტად ესროლა. ზაზამ ბურთი ერთხელ დაკარგა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე დეტროიტის ლიდერი ბლეიკ გრიფინი გახდა, რომელმაც 29 ქულა, 8 პასი და 6 მოხსნა დააგროვა. გუნდის ძირითადი ცენტრის, ანდრე დრამონდის აქტივში კი კვლავ ორმაგი დუბლია - 17 ქულითა და 16 მოხსნით.

დეტროიტ პისტონსი მომდევნო მატჩს 9 თებერვალს, ისევ ნიუ იორკ ნიქსთან გამართავს, კვლავ ფავორიტი იქნება და მოგების შემთხვევაში პლეი ოფისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს. კონკურენტი მაიამი იმავე დღეს საკრამენტოს ესტუმრება.

📺 ვიდეო: მატჩის მიმოხილვა

გამოკითხვა

ვინ გახდება წლის მოთამაშე [MVP]?

  • ჯეიმს ჰარდენი
  • იანის ანტეტოკუნმპო
  • ენტონი დევისი
  • სტეფ კარი
  • კავაი ლეონარდი
  • ჯოელ ემბიიდი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • სხვა მოთამაშე

კომენტარები

ბოლო ამბები