Thumbnail

რონალდოს ეფექტი ჩინეთში - იქ, კლუბებზე მეტად ფეხბურთელებს ქომაგობენ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჩინეთში იუვენტუსის პოპულარობა არნახულად გაიზარდა
  • ბუმის გამომწვევი კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერია
  • პორტუგალიელი დღეს 34 წლის გახდა

კრიშტიანო რონალდოს ეფექტის შესახებ არაერთხელ დავწერეთ, მაგრამ ეს რაღაც ახალია...

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის ტრანსფერი რეალიდან იუვენტუსში მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით არ გამოდგა წარმატებული. CR7-ის გადაბირების შემდეგ ტურინული გრანდის პოპულარობა ძალიან გაიზარდა - განსაკუთრებით ჩინეთში, სადაც იუვეს ფანების რაოდენობამ 70 პროცენტით მოიმატა.

‘ჩინეთში ფეხბურთელებს ფანებზე უფრო ძლიერი გავლენა აქვთ, ვიდრე კლუბებს. გულშემატკივრები იქ კონკრეტულ მოთამაშეებს უფრო ქომაგობენ, ვიდრე გუნდებს და, შესაბამისად, იწყებენ იმ კლუბების ქომაგობას, სადაც მათი საყვარელი ფეხბურთელი გადადის. ჩინეთში ფეხბურთელებს უფრო მეტი ფანი ჰყავთ, ვიდრე კლუბებს,’ - განაცხადა იუვენტუსის წლიური შემოსავლის მთავარმა ოფიცერმა ჯორჯო რიკიმ საინფორმაციო სააგენტო AFP-სთან ინტერვიუში.

იმ კვირაში, როცა იუვენტუსმა რონალდო გადაიბირა, ჩინურ სოციალურ ქსელში ტურინელთა ფოლოვერების რაოდენობა ნახევარი მილიონით გაიზარდა. ჩინურ პორტალ Weibo-ზე იუვეს ფანების რაოდენობა ივლისიდან დეკემბრამდე 68,5 პროცენტით გაიზარდა.

დღეს (5 თებერვალს) კრიშტიანო 34 წლის გახდა და მიუხედავად ასეთი ასაკისა, მისი ტრანსფერი იუვესთვის სპორტული თვალსაზრისითაც ძალიან წარმატებულია. ტურინული გრანდის მაისურით ჩატარებულ 30 ოფიციალურ მატჩში მას 19 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები