Thumbnail
  • გოგა ბითაძე - ლუკა დონჩიჩის მემკვიდრე
  • ვიდეო სიუჟეტი ქართველ ამომავალ ვარსკვლავზე
პირველად სასტარტოში! ბითაძემ მოსკოვური კოშმარი მალე დაივიწყა

ევროლიგის ოფიციალურმა საიტმა გოგა ბითაძეს სპეციალური ვიდეო სიუჟეტი მიუძღვნა - 'SEK ამომავალი ვარსკვლავები: გოგა ბითაძე, ბუდუჩნოსტ VOLI'. 

'მართალია, ის მხოლოდ სეზონის შუაში გადმოვიდა ევროლიგაში, მაგრამ 19 წლის ცენტრმა გოგა ბითაძემ მალევე დაამტკიცა, რომ ფარქვეშ დიდი ძალაა. ის ევროლიგის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ვარსკვლავია', - წერს საიტი. 

შეგახსენებთ, რომ ევროლიგა ყოველ წელს 'ამომავალი ვარსკვლავის' პრიზს გადასცემს 22 წლამდე ასაკის საუკეთესო კალათბურთელს. ბოლო ორი სეზონი ეს პრიზი ლუკა დონჩიჩმა მოიგო, ახლა კი სტატისტიკურად იმდენად უსწრებს გოგა ბითაძე კონკურენტებს, რომ პრიზი თითქმის მისია. 

გოგა ბითაძის სტატისტიკური ჰაილაითები

🏀 დებიუტი მე-15 ტურში ჰქონდა და ითამაშა 7 მატჩი.

🏀 მისი საშუალო შედეგიანობა - 12.6 ქულა, 6.6 მოხსნა და 3.0 ბლოკი.

🏀 ის ევროლიგაში საშუალოდ ყველაზე მეტ ბლოკს აკეთებს თამაშში.

🏀 მარგი ქმედების საშუალო კოეფიციენტი - 17.0. ამ მაჩვენებლით ის 'ამომავალი ვარსკვლავების' კატეგორიაში აშკარა ლიდერია.

🏀 ეს მაჩვენებელი საშუალოდ 40 წუთში - 26.9 არის, რაც ევროლიგაში მე-10 შედეგია. 

კომენტარები

ბოლო ამბები