Thumbnail

არის კონტრაქტი - ფორმულა 1 აზერბაიჯანში რამდენიმე წლით რჩება!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფორმულა 1-ის შეფები ბაქოს გრანპრით კმაყოფილები არიან
  • აზერბაიჯანთან კონტრაქტი გაგრძელდა

ფორმულა 1-ის ქართველი მოყვარულებისთვის სასიამოვნო ინფორმაცია გვაქვს - აზერბაიჯანის გრანპრი, რომელსაც ყოველწლიურად ბევრი ქართველი ესწრება, მომავალშიც გაიმართება.

ფორმულა 1-ის აღმასრულებელი დირექტორი ჩეიზ კერი და აზერბაიჯანის სპორტის მინისტრი აზად რაჰიმოვი შეთანხმდნენ და სამშაბათს ახალი კონტრაქტი გააფორმეს, რომელსაც ვადა 2023 წლამდე აქვს.

ბაქოს ქუჩებში ფორმულა 1-ის რბოლა 2016 წლიდან ტარდება - პირველ სეზონში ის ევროპის დიდი პრიზის სახელით გაიმართა, 2017 წლიდან კი აზერბაიჯანის გრანპრი ჰქვია. ‘ბაქოს რბოლა ძალიან მოკლე დროში უაღრესად პოპულარული გახდა და მთელი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გრანპრია, რომელიც ყოველთვის დაძაბულ ბრძოლას და კარგ სანახაობას გვთავაზობს,’ - განაცხადა კერიმ.

გამოკითხვა

ვინ გახდება გამარჯვებული?

  • ლუის ჰემილტონი
  • სებასტიან ფეტელი
  • მაქს ფერსტაპენი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები