Thumbnail

ნეიმარის გრანდიოზული დაბადების დღე - ცრემლი, ყავარჯნები, საოცნებო საჩუქარი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პსჟ-ის თავდამსხმელმა თავისი 27-ე დაბადების დღე დიდი წვეულებით აღნიშნა
  • ბრაზილიელმა ფორვარდმა საღამოზე სიტყვით გამოსვლისას ცრემლი ვერ შეიკავა
  • წვეულებას თომას ტუხელი, დანი ალვეში და კილიან მბაპეც ესწრებოდნენ

პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელმა ნეიმარმა, რომელსაც 5 თებერვალს 27 წელი შეუსრულდა,  დაბადების დღესთან დაკავშირებით, დიდი წვეულება მოაწყო. სადღესასწაულო საღამო პარიზის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთ-ერთ დაწესებულებაში გაიმართა. როგორც Esporte Interativo იუწყება, ნეიმარმა იუბილე ოჯახის წევრების, თანაგუნდელებისა და ცნობილი სახეების გარემოცვაში აღნიშნა.

დაბადების დღეზე საუკეთესო საჩუქარი ჩემთვის ტერფის ახალი ძვალი იქნებოდა

სიტყვით გამოსვლისას ფეხბურთელმა აღიარა, რომ ამ საღამოს მოწყობა მისი ტრავმის გამო საეჭვო იყო, საუბრის დროს კი ცრემლი ვერ შეიკავა.

ნეიმარის დაბადების დღე პარიზში

ნეიმარის დაბადების დღე პარიზში

ნეიმარის დაბადების დღე პარიზში

ნეიმარის დაბადების დღე პარიზში

ნეიმარის დაბადების დღე პარიზში

‘სპორტსმენები მიხვდებიან, რაოდენ რთულია ახლა ჩემთვის ყავარჯნით ყოფნა, მაგრამ თქვენ ყველა მეხმარებით, ვიყო ძლიერი. თავს ისევ ბედნიერად ვგრძნობ, რომ გხედავთ. მადლობა ჩემს საუკეთესო მეგობრებს, ოჯახს, თანაგუნდელებს. დაბადების დღეზე საჩუქრად კი ვისურვებდი ტერფის ახალ ძვალს. ეს იქნებოდა საუკეთესო საჩუქარი...’, - თქვა ნეიმარმა წვეულების დასაწყისში.

საღამოს, სადაც 500-მდე სტუმარი იყო მიწვეული, ასევე ესწრებოდნენ: პარის სენ-ჟერმენის მთავარი  მწვრთნელი თომას ტუხელი და ფეხბურთელები, დიჯეი ბობ სინკლერი და ბრაზილიელი მომღერალი უესლი საფადანი. სტუმრებმა კარგი დრო გაატარეს. მაგალითად, პსჟ-ის ფეხბურთელებმა: კილიან მბაპემ, დანი ალვეშმა და ნეიმარმა პოპულარულ ბრაზილიურ სიმღერა Parado no Bailão-ზე იცეკვეს კიდეც.

ნეიმარმა საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 13 მატჩში ითამაშა და ამდენივე გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე ასევე 6 საგოლე პასია.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ ტერფის მეხუთე ძვალი დაიზიანა და დაახლოებით 10 კვირამდე გაუცდება.

კომენტარები

ბოლო ამბები