Thumbnail
  • დეტროიტ პისტონსმა დენვერ ნაგეთსი 129:103 დაამარცხა
  • ზაზა ფაჩულიამ საკმაოდ კარგი მატჩი ჩაატარა

ზაზა ფაჩულიას დეტროიტმა 23-ე თამაში მოიგო და პლეი ოფისკენ მორიგი ნაბიჯი გადაგდა!

გარდა იმისა, რომ პისტონსის ქართველმა ცენტრმა საკმაოდ კარგი მატჩი ჩაატარა, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ დეტროიტმა თვით დენვერ ნაგეთსის დამარცხება შეძლო და, თანაც, სოლიდური ანგარიშით - 129:103. ამ გამარჯვებით ფაჩულიას გუნდმა დენვერის 6-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა. შეგახსენებთ, რომ ნაგეთში ბრწყინვალე სეზონს ატარებს და დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა.

ფაჩულიამ 2 საჯარიმო ჩააგდო

ბოლო დროს 34 წლის ქართველ ცენტრს საკმაოდ ბევრი სათამაშო დრო ეძლევა. ფაჩულიამ 19 წუთი ითამაშა და ამ დროში 4 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი დაუგროვდა. ზაზამ სამიდან ერთი 2-ქულიანი ჩააგდო და ოთხიდან ორი საჯარიმო ზუსტად ესროლა. 8 მოხსნიდან მას 5 დაცვაში ჰქონდა, 3 კი - შეტევაში. გარდა ამისა, ზაზას აქტივში 2 დაფარებაცაა და მან 3-ჯერ დაკარგა ბურთი. საერთო ჯამში, ფაჩულიას +/- კოეფიციენტი +11 ჰქონდა.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე დეტროიტის ძირითადი ცენტრი ანდრე დრამონდი გახდა, რომელმაც 27 ქულითა და 12 მოხსნით მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა. პისტონსი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა. ზაზას გუნდი მომდევნო მატჩს 6 თებერვალს, სტუმრად, ნიუ იორკ ნიქსთან გამართავს.

📺 ვიდეო: მატჩის მიმოხილვა - დეტროიტი 129:103 დენვერი

კომენტარები

ბოლო ამბები