- რუმინეთის მორაგბეთა ნაკრებმა შერკინების ახალი მწვრთნელი დანიშნა
- ამ თანამდებობას ლაშა თავართქილაძე დაიკავებს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპას გახსნით მატჩს რუმინეთთან კლუჟში ჩაატარებს. მატჩი 9 თებერვალს გაიმართება. 'ბორჯღალოსნები' მატჩისთვის აქტიურად ემზადებიან. ამ დროს კი მეტოქის ბანაკში ერთი საინტერესო ცვლილებაა.
რუმინეთის ნაკრების ოფიციალურმა გვერდმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მათი შერკინების ახალი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე - ლაშა თავართქილაძე იქნება. ლაშას ეროვნულ ნაკრებში 9 თამაში აქვს ჩატარებული და ესპანეთთან ლელოც დადო. რუმინეთის ნაკრებამდე ის რუმინულ კლუბში, ბუქარესტში იმავე პოზიციაზე მუშაობდა.
საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ქართველი დაუპირისპირდება. რუმინეთის ნაკრების რიგებში ოთარ ტურაშვილი გამოიძახეს.
კომენტარები