Thumbnail

ჟოზე მოურინიო წითელ ხალიჩაზე დაეცა - რუსული კლუბის ცნობადობა გაზრდილია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მოურინიო KHL-ის მატჩს დაესწრო
  • პორტუგალიელი საპატიო სტუმარი იყო და სიმბოლურად, მოედანზე შაიბა ჩააგდო

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ რუსეთში იმოგზაურა. ჟოზე KHL-ის მატჩს დაესწრო, რომელშიც ერთმანეთს ომსკის ავანგარდი და სანკტ პეტერბურგის სკა შეხვდნენ. პორტუგალიელი მწვრთნელი მატჩის საპატიო სტუმარი იყო.

მოურინიო რუსეთში ომსკის ავანგარდის ხელმძღვანელობამ მიიწვია, რათა პორტგუალიელი კლუბს ცნობადობის გაზრდაში დახმარებოდა. ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულმა მწვრთნელმა შაიბა სიმბოლურად ყინულის მოედანზე ჩააგდო, რის შემდეგაც წითელ ხალიჩით ტრიბუნისკენ დაბრუნება სცადა და წაიქცა. მოურინიო სკას ჰოკეისტმა პაველ დაციუკმა წამოაყენა, ხოლო ავანგარდელმა ევგენი მედვედევმა ტრიბუნამდე მიაცილა.

ჰოკეის კონტიტენტურ ლიგაში შვიდი ქვეყნის გუნდები თამაშობენ. ევროპაში ჰოკეის ეს ლიგა დიდი პოპულარობით სარგებლობს. რუსული კლუბის მიზანი მიღწეულია - ეს ვიდეო მთელმა მსოფლიომ ნახა და ომსკის ავანგარდის შესახებ მართლა ყველამ გაიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები