Thumbnail

მოღალატე! ФФУ-მ რაკიცკი ზენიტში გადასვლისთვის უკრაინის ნაკრებიდან მოკვეთა?

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • იაროსლავ რაკიცკის ტრანსფერმა დიდი სკანდალი გამოიწვია
  • ზენიტში გადასული მცველი ნაკრების სიაში აღარ არის
ხოჭოლავა და რაკიცკი შახტარში თამაშისას

დონეცკის შახტარის ყოფილი ფეხბურთელი იაროსლავ რაკიცკი ამ ზამთარს რუსულ ზენიტში გადავიდა, რამაც უკრაინაში დიდი აღშფოთება გამოიწვია. დღეიდან უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის (ФФУ) ოფიციალურ საიტზე ეროვნული ნაკრების სიაში რაკიცკის გვარს ვეღარ ნახავთ. ჯერჯერობით, ამის ოფიციალური ახსნა არ გამოქვეყნებულა, თუმცა თუ უკრაინულ მედიას დავუჯერებთ, რაკიცკი რუსეთში გადასვლისთვის ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთეს. 

ერთი კვირის წინ 29 წლის მცველი, რომელიც შახტარში დავით ხოჭოლავას მეწყვილე იყო, ზენიტში გადავიდა. მან ახალ კლუბთან 3.5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ტრანსფერის თანხა 10 მილიონი ევროა, ხოლო ფეხბურთელი 2.5 მილიონ ევროს მიიღებს წელიწადში. რაკიცკი უკრაინის ნაკრებში 2009 წლიდან ირიცხება, მას 54 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.  შახტარის მცველს ადრეც აკრიტიკებდნენ რუსეთისადმი ლოიალური განწყობისთვის. 

კომენტარები

ბოლო ამბები