- ბუდუჩნოსტი 102:71 მორნარ ბარი
- გოგა ბითაძე: 14 ქულა, 3 მოხსნა
ადრიატიკის ლიგის მე-18 ტურში მონტენეგროს დერბი შედგა - გოგა ბითაძის ბუდუჩნოსტმა მორნარ ბარს უმასპინძლა და ძალიან იოლად დაამარცხა - 102:71. 19 წლის ქართველი ცენტრი კარიერაში პირველად მოხვდა ბუდუჩნოსტის სასტარტო ხუთეულში.
იმის გამო, რომ გოგამ 3 პერსონალურის მიღება 'მოასწრო' და ანგარიშში სხვაობა საგრძნობი იყო, მას მოედანზე დიდი ხანი არ გაუტარებია - 22:52 წუთი. მის ანგარიშზეა 14 ქულა, 3 მოხსნა და 1 ბლოკი. ბითაძის მარგი ქმედების კოეფიციენტი 13 იყო.
ბითაძის ჩატენვა და დაფარება
ბუდუჩნოსტი 13 მოგებით მეორე ადგილზე გადავიდა, რაც ნახევარფინალში მასპინძლობის უფლებას აძლევს გუნდს. 10 თებერვალს ბითაძის გუნდი ბელგრადში პარტიზანს ესტუმრება.
კომენტარები