Thumbnail

რონალდო სუპერბოულს გამოეხმაურა: 'რატომ უწოდებთ ამ სახეობას ფეხბურთს?'

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ფენომენი ინსტაგრამის გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა
  • რონალდომ ამერიკული ფეხბურთი გააკრიტიკა

სუპერბოულის გრანდიოზულ ფინალს ბრაზილიელი რონალდო გამოეხმაურა, რომელმაც ინსტაგრამზე ამერიკული ფეხბურთის ბურთთან ერთად გადაღებული ფოტო შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა: 'შეუძლია ვინმეს ამიხსნას, რატომ ეძახიან ამ სპორტს ფეხბურთს, როცა ეს ფეხბურთის ბურთი არ არის და მას ფეხით არ თამაშობენ.?'

შეგახსენებთ, ატლანტაში რიგით 53-ე სუპერბოული გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც ნიუ ინგლენდ პეტრიოტსი გახდა, რომელმაც ლოს ანჯელეს რემსი 13:3 დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები