Thumbnail

გიორგი შერმადინის ჩატენვა რეალის კალათში ტურის TOP 7-ში - უნიკახამ ACB დაიპყრო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მიროსავლიევიჩ-შერმადინის სუპერკომბინაცია
  • პირველ-მეორეზე უნიკახას კალათბურთელთა ეპიზოდებია

ესპანეთის ACB ლიგის მე-19 ტურში გიორგი შერმადინის უნიკახამ სენსაცია მოახდინა - ოვერტაიმში მადრიდის რეალი 103:102 დაამარცხა. მართალია, ხაიმე ფერნანდესი (რომელმაც ბოლო წამზე გადამწყვეტი 3-ქულიანი ჩააგდო) მატჩის გმირი იყო, მაგრამ გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა გიორგი შერმადინის ორმაგმა დუბლმაც - ქართველმა ცენტრმა 18 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. 

შერმადინის დანქი

ACB ლიგის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ტრადიციული ტურის TOP 7, რომელშიც პირველ ნომრად ხაიმე ფერნანდესის გადამწყვეტი სამქულიანი მოხვდა, მეორე ადგილზე კი მიროსავლიევიჩისა და შერმადინის კომბინაცია გავიდა, რომელიც გიორგის ეფექტური ჩატენვით დასრულდა. 

ესპანური მედია რეალის დამარცხებაზე

უნიკახა 12 მოგებით და 7 მარცხით მე-5 ადგილზეა. ანდალუსიური კლუბი ბელგრადში გაემგზავრა ევროთასის მატჩის გასამართავად. 

მე-19 ტური. TOP 7 

კომენტარები

ბოლო ამბები