Thumbnail

ცხედარი სალას თვითმფრინავის ნარჩენებში - ორკვირიანი ძებნის შემდეგ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საძიებო ჯგუფმა ლა მანშის სრუტეში დაკარგული თვითმფრინავის ნაწილებს მიაგნო
  • ჯერჯერობით უცნობია, ეს ფეხბურთელის ცხედარია თუ თვითმფრინავის პილოტის

საძიებო ჯგუფმა, რომელიც კარდიფის ახალწვეულის ემილიანო სალას დაკარგულ თვითმფრინავს ეძებს, ბორტზე მყოფი ერთ-ერთი ადამიანის ცხედარს მიაგნო. ამ ინფორმაციას ბრიტანეთის ტრანსპორტის სამინისტროს საჰაერო ინციდენტების საგამოძიებო განყოფილება ადასტურებს.

მსუბუქი ერთძრავიანი თვითმფრინავის Piper PA-47 Malibu-ს ნაწილებსა და მისი ორი მგზავრიდან ერთ-ერთის ცხედრის აღმოჩენა ლა მანშის სრუტეში, კუნძულ გერნსის სიახლოვეს, წყალქვეშ დრონით ჩატარებული ვიდეოგადაღების შედეგად მოხერხდა.

ჯერჯერობით უცნობია, კადრში ემილიანო სალას ცხედარი ჩანს თუ თვითმფრინავის პილოტის. კერძო თვითმფრინავს 59 წლის ინგლისელი დეივ იბოტსონი მართავდა.

მეტი ამ თემაზე: 'მაინც ვერ მიპოვით... მამა, მეშინია!' - სალას ბოლო სიტყვები თვითმფრინავიდან

28 წლის არგენტინელმა ფორვარდმა, რომელიც ბოლო დრომდე ნანტის ღირსებას იცავდა, კარდიფ სიტისთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმა და საფრანგეთიდან უელსში 21 იანვარს, კერძო თვითმფრინავით გაემგზავრა. კარდიფში ჩაფრენამდე ერთი საათით ადრე, თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა და ბოლო დრომდე საძიებო ოპერაცია მიმდინარეობს.

ემილიანო სალამ ლიგა 1-ის 19 მატჩში 12 გოლის გატანა მოასწრო

 

კომენტარები

ბოლო ამბები