Thumbnail
  • ბაიერნის კაპიტანმა მანუელ ნოიერმა ვარჯიშზე ცერა თითის ტრავმა მიიღო
  • ამის გამო 32 წლის მეკარეს ლევერკუზენთან შეხვედრის გამოტოვება მოუხდა
  • ნიკო კოვაჩი გოლკიპერის გამოჯანმრთელების ვადების დასახელებას ერიდება 

მიუნხენის ბაიერნს ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალში ლივერპულის წინააღმდეგ შესაძლოა კაპიტანი და მეკარე მანუელ ნოიერი ვერ დაეხმაროს. 32 წლის გოლკიპერმა ვარჯიშზე ცერა თითის ტრავმა მიიღო, რის გამოც ლევერკუზენის ბაიერთან ბუნდესლიგის მე-20 ტურის შეხვედრა (1:3) გამოტოვა.

როგორც ირკვევა, დაზიანების მიზეზით ნოიერი ლივერპულთან პირველი ⅛-ფინალური შეხვედრის გამოტოვებასაც რისკავს, რომელიც ორი კვირის შემდეგ გაიმართება. ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა კი აღიარა, რომ მეკარის მწყობრში ჩადგომის ზუსტი ვადების დასახელება უჭირს.

'დაზუსტებით ვერაფერს ვამბობ. თუ ვიტყვი, რომ ის ხუთი თვით გამოგვაკლდა, პანიკა ატყდება, მაგრამ თუ ვიტყვი, რომ მხოლოდ ხუთი დღე გაუცდება, ყველა იფიქრებს, რომ ისეთი არაფერი ხდება. ნოიერი ტკივილს გრძნობდა და ამის გამო ბაიერთან ვერ ითამაშა', - აქვეყნებს კოვაჩის ნათქვამს liverpoolecho.co.uk.

ნიკო კოვაჩის გუნდი ლევერკუზენში მარცხისგან სვენ ულრაიხმა ვერ იხსნა

ვითარებას ნათელი უახლოეს დღეებში უნდა მოეფინოს, რის შემდეგაც მეკარის გამოჯანმრთელების ზუსტი ვადებიც გამოცხადდება.

ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალის პირველ მატჩში ლივერპული ბაიერნს 19 თებერვალს უმასპინძლებს, საპასუხო დაპირისპირება მიუნხენში კი 13 მარტს შედგება.

32 წლის მანუელ ნოიერმა მიმდინარე სეზონში ბაიერნის მაისურით 28 მატჩში ითამაშა და 26 გოლი გაუშვა, 11-ჯერ კი კარი ‘მშრალად’ შეინახა.

კომენტარები

ბოლო ამბები