Thumbnail
  • ბოლონიასთან წაგების შემდეგ ლუჩანო სპალეტი ‘ჩემოდნებზე ზის’
  • ინტერის ქომაგები ანტონიო კონტეს ელოდებიან

მილანის ინტერის კრიზისი მძაფრდება. ‘სან სიროზე’ ბოლონიასთან მარცხის (0:1) შემდეგ ეჭვი აღარავის ეპარება იმაში, რომ ლუჩანო სპალეტის დღეები ‘ნერაძურის’ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დათვლილია. ინტერს ოფიციალურ შეხვედრებში 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და მიუხედავად იმისა, რომ ამაზე გრძელი წარუმატებელის სერიაც ჰქონია, იტალიური მედია თამამად წერს, რომ სპალეტის ინტერში მომავალი აღარ აქვს.

‘გაძეტა დელო სპორტი’ წერს, რომ სერია A-ს მომდევნო ტურში, პარმასთან შეხვედრა სპალეტისთვის ‘ფინალი’ იქნება. ყველამ იცის, როგორც მთავრდება ხოლმე ასეთი ‘ფინალები’ - ადრე, თუ გვიან, სპალეტის პოსტის დატოვება მოუწევს. იტალიური მედია წერს, რომ მის ნაცვლად ინტერის დამრიგებლის პოსტზე ფავორიტი იტალიის ნაკრებისა და იუვენტუსის ყოფილი მწვრთნელი ანტონიო კონტეა. 

ანტონიო კონტე

‘თავდაჯერებაც გვაკლია და კონცენტრაციაც. სტრუქტურული თვალსაზრისითაც სერიოზული პრობლემებია. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მეტოქეები უფრო დიდი მონდომებით იბრძვიან, ვიდრე ჩვენ. თუმცა მჯერა, რომ ამ კრიზისის დაძლევა შეგვიძლია,’ - განაცხადა სპალეტიმ ბოლონიასთან მატჩის შემდეგ.

'გაძეტა დელო სპორტი' იმასაც წერს, რომ კონტეს გარდა, ინტერის ბოსები კანდიდატად არგენტინელ ესტებან კამბიასოსაც მოიაზრებენ და თუ კონტე 'ნერაძურის' გაწვრთნაზე უარს იტყვის, გუნდს სწორედ ყოფილი კაპიტანი კამბიასო ჩაიბარებს. 38 წლის არგენტინელი კოლუმბიის ნაკრების დამრიგებლის, ხოსე პეკერმანის ასისტენტია და სხვა სამწვრთნელო გამოცდილება არ აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები