Thumbnail

მამუკა გორგოძე იაპონელი მორაგბის რჩეულებში - შოტა ჰორის TOP 5

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • იაპონელმა მორაგბემ ხუთი საუკეთესო მორაგბე დაასახელა
  • შოტა ჰორიმ მამუკა გორგოძე TOP 5-ში შეიყვანა

მსოფლიო რაგბის ოფიციალურმა არხმა იაპონიის ნაკრებისა და იაპონური სანვულვზის მორაგბე შოტა ჰორი ჩაწერა. იაპონელმა მორაგბემ ვიდეოში ის 5 მოთამაშე დაასახელა, რომლებიც მისი აზრით საუკეთესოები არიან. შოტამ ხუთეულში საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ტულონის მორაგბე მამუკა გორგოძე შეიყვანა. შეგახსენებთ, რომ შოტა ჰორის თანაგუნდელი სანვულვზში 'ბორჯღალოსანი' ჯაბა ბრეგვაძეა.

შოტა ჰორი მამუკა გორგოძეზე: 'საქართველოს მერვე ნომერი - გორგოძე. მას ყველაფერი შეუძლია, უამრავი სასარგებლო უნარი აქვს. ცალი ხელით ძალიან კარგად თამაშობს და ძალიან ძლიერია.

მამუკა გორგოძის გარდა, ჰორის რჩეულთა შორის დეინ კოულსი, ტომ ინგლიში, ბერიკ ბარნსი და დევიდ ფოქოქი მოხვდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები