Thumbnail
  • სუპერბოულში ნიუ ინგლენდ პეტრიოტსმა ლოს ანჯელეს რამსი დაამარცხა
  • ტომ ბრეიდიმ NFL-ის ტიტული მეექვსედ მოიპოვა და რეკორდსმენია
  • მისმა ვიზავიმ გადამწყვეტი შეცდომა დაუშვა

ფანებისთვის და მილიარდი მაყურებლისთვის ეს სუპერბოული დიდი ვერაფერი სანახაობა გამოდგა, მაგრამ ტომ ბრეიდისთვის ეს ნამდვილად სულერთია!

ტომ ბრეიდი ერთადერთი მოთამაშეა ისტორიაში, რომელსაც სუპერბოული 6-ჯერ აქვს მოგებული

41 წლის მეგავარსკვლავმა კვოტერბეკმა ნიუ ინგლენდ პეტრიოტსთან ერთად ამერიკული ფეხბურთის მთავარ მატჩში ლოს ანჯელეს რამსი 13:3 დაამარცხა. მართალია, ბრეიდი თავისი გუნდის გამარჯვების გადამწყვეტი ფაქტორი არ ყოფილა (საუკეთესო მოთამაშედ რესივერი ჯულიან ედელმანი დაასახელეს), მაგრამ რეკორდსმენი კვოტერბეკი, რა თქმა უნდა, მოვლენებისა და ყურადღების ეპიცენტრში იყო.

ბრეიდის პირველმა პეტრიოტსის მფლობელმა რობერტ კრაფტმა მიულოცა

საქმე ისაა, რომ თუკი აქამდე ჯერ კიდევ არსებობდა კითხვის ნიშნები, ტომ ბრეიდი ახლა უკვე უდავოდ ამერიკული ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა. ბრეიდი გახდა პირველი მოთამაშე NFL-ის ისტორიაში, რომელსაც სუპერბოული 6-ჯერ აქვს მოგებული. თამაშის დასრულების შემდეგ მას ჯერ 66 წლის მწვრთნელი ბილლ ბელიჩიკი გადაეხვია, მერე კი პეტრიოტსის მფლობელი რობერტ კრაფტი (77) - სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოიგო ბრეიდიმ ყველა ტიტული.

რამდენიმე წუთის შემდეგ მასთან ჯიზელ ბიუნდხენიც გაჩნდა - 38 წლის ტოპ-მოდელი 2009 წლიდან ბრეიდის ცოლია.

ტომ ბრეიდი და ჟიზელ ბიუნდხენი

‘დაუჯერებელი სეზონი იყო. დაუჯერებელია, რომ სუპერბოული ისევ მოვიგე. რამსმა დაცვაში შეუდარებლად კარგად ითამაშა. ეს იყო წლის საუკეთესო მატჩი!’ - განაცხადა ბრეიდიმ შეხვედრის შემდეგ და დაადასტურა, რომ მომავალ სეზონშიც ითამაშებს.

თუმცა წლევანდელი სუპერბოული მხოლოდ ტაქტიკის მოყვარულებსა და ამერიკულ ფეხბურთში ღრმად ჩახედული ქომაგებს მოეწონებოდათ. ატლანტას მერსედეს-ბენც-სთედიუმზე შეკრებილმა 75 000-მა ფანმა და 800 000-მა ტელემაყურებელმა პირველ სამ მეოთხედში ერთი თაჩდაუნიც კი ვერ ნახა. სუპერბოულის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა მეოთხე პერიოდი ისე დაიწყო, რომ თაჩდაუნი არ იყო დადებული.

რამსის კვოტერბეკმა ჯარედ გოფმა (24 წლის) თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ბოლო შანსი ვერ გამოიყენა 

ნიუ ინგლენდს ტიტული მანამდე 2002, 2004, 2005, 2015 და 2017 წლებში ჰქონდა მოგებული. მეექვსე ტრიუმფით პეტრიოტსი პიტსბურგს გაუთანაბრდა. აღსანიშნავია, რომ რამსის კვოტერბეკმა და ბრეიდის ვიზავიმ, ჯარედ გოფმა, რომელიც ჯერ მხოლოდ 24 წლისაა, თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ბოლო შანსი ვერ გამოიყენა - მისი ზედმეტად მოკლე პასი პეტრიოტსის ქორნერბეკმა სტეფონ გილმორმა დაიჭირა.

📺 ვიდეო: მატჩის მიმოხილვა

აშშ-ის ჰიმნი სოულის მომღერალმა გლედის ნაითმა (8 გრემი) შეასრულა

Maroon 5-ის პერფორმანსი შესვენებაზე

ჰარი კეინი და კაკა სუპერბოულზე

ჯონ ბონ ჯოვი და კონორ მაკგრეგორი

 

კომენტარები

ბოლო ამბები