Thumbnail
  • უნიკახა 103:102 მადრიდის რეალი
  • შერმადინის 18 ქულა და 10 მოხსნა 34 წუთში

გიორგი შერმადინის უნიკახამ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში მადრიდის რეალს უმასპინძლა და მეტოქეს დამატებით დროში მოუგო. ძირითადი დრო 95:95 დასრულდა. არადა, უნიკახას მატჩი სწორედ ძირითად დროში უნდა მოეგო, მასპინძლებისთვის ორქულიანი რომ ჩაეთვალა.

გიორგი შერმადინის ბრწყინვალე ჩატენვა მადრიდის რეალთან

გიორგი შერმადინის ბრწყინვალე ჩატენვა მადრიდის რეალთან

Posted by Silk Sport on კვირა, 03 თებერვალი, 2019

დამატებითი დრო დრამატული აღმოჩნდა. რეალი 4 ქულით წინ იყო და მატჩის დასრულებამდე 35 წამი რჩებოდა - 98:102. სწორედ ამ დროს გიორგი შერმადინმა უნიკახას შეტევა ორქულიანით დაასრულა და სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა, რის შემდეგაც რეალმა თავისი შეტევა ვერ გამოიყენა. შეხვედრის დასრულებამდე 3 წამი რჩებოდა, როდესაც ხაიმე ფერნანდესმა სამქულიანი ჩააგდო და უნიკახამ მადრიდის რეალი დაამარცხა - 103:102.

გიორგიმ 34 წუთში 18 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 6 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. მატჩის MVP ხაიმე ფერნანდესი გახდა, რომელმაც 27 ქულა, 9 გადაცემა და 3 მოხსნა დააგროვა. უნიკახამ 24 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზეა. მათი მომდევნო მეტოქე მანრესა იქნება.

ოვერტაიმის ბოლო ორი წუთი 📺

არ გამოტოვოთ!!! უნიკახასა და რეალის ოვერტაიმის ბოლო ორი წუთი. შერმას 2 ქულა და ხაიმე ფერნანდესის 3 ქულიანი უნიკახამ რეალი დაამარცხა 🇬🇪🔥

Posted by Silk Sport on კვირა, 03 თებერვალი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები