Thumbnail

'ხაბიბისთვის უხერხული მეტოქე იქნება' - ბელატორის ჩემპიონი UFC-ში იჩხუბებს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ბენ ასკრენის დებიუტი UFC-ში
  • "ჯერ მოიგოს და ბრძოლაზე მერე ვისაუბროთ" ამბობს ხაბიბი...

ბელატორის ჩემპიონი, ამერიკელი მოჭიდავე, მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიელი - ბენ ასკრენი UFC-ში იჩხუბებს. უკვე დაიწყო იმაზე საუბარი, რომ აკსრენი დივიზიონში ხაბიბ ნურმაგომედოვისთვის ყველაზე უხერხული მეტოქე იქნება.

"გავარკივეოთ გრამპლინგში ყველაზე მაგარი ვინ არის. დაწერე დრო და ადგილი" მიმართა ტვიტერზე ასკრენმა ნურმაგომედოვს, რასაც ხაბიბმა მალევე უპასუხა.

"მას არასოდეს უჩხუბია UFC-ში, ჯერ ბრძოლები მოიგოს და მერე ვისაუბროთ..." ამბობს ხაბიბი. "ლაპარაკი ყველას შეუძლია, მაგრამ ჯერ ბევრი აქვს დასამტკიცებელი."

გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ასკრენმა განაცხადა, რომ მას არც ტიტულისთვის და არც ფულისთვის ბრძოლა არ სურს "მინდა საუკეთესოებთან ვიჩხუბო" ამბობდა ვისკონსინელი.

როდესაც ერთ-ერთ გადაცემაში, MMA-ის მიმომხილველს ჯო როგანს ხაბიბის და აკსრენის ჩხუბზე ჰკითხეს "FUCK YES!" იყო ერთადერთი ფრაზა, რაც როგანმა წარმოთქვა.

ყოფილი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ოლიმპიელი, UFC-ში თავის პირველ ბრძოლას 2 მარტს, ყოფილი ჩემპიონის - რობი ლოულერის წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები