Thumbnail

წუთიერი დუმილი და ცრემლები - ემოციური კადრები კარდიფიდან...

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ნილ უორნოკმა ცრემლები ვეღარ შეიკავა
  • ბობ რიდმა გოლი ემილიანო სალას ხსოვნას მიუძღვნა...

კარდიფ სიტი სტედიუმზე, გუშინ ბორნმუთთან მატჩამდე კლუბის ისტორიაში რეკორდულ თანხად შეძენლი არგენტინელის - ემილიანო სალას ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.

ფეხბურთელებს მატჩის დაწყებამდე სალას გამოსახულებიანი მაისურები ეცვათ, დუბლის ავტორმა ინგლისელმა - ბობი რიდმა კი გოლი არგენტინელის ხსოვნას მიუძღვნა.

"თითქმის 40 წელია სამწვრთნელო საქმეში ვარ და ასეთი რთული კვირა არასოდეს მქონია" ამბობდა გუნდის მთავარი მწვრთნელი - ნილ უორნოკი, რომელმაც ბორნუთთან გამარჯვებიშ შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა.

შეგახსენებთ, რომ ემლიანო სალას კერძო თვთმრფინავი 21 იავარს, ლა მანშის სრუტეში, ინგლისის არხების საზღვაო ტერიტორიაზე გაუჩინარდა. რამდენიმე დღის წინ კი ბორტის ნაწილები საფრანგეთის სანაპიროზე იპოვნეს...

კომენტარები

ბოლო ამბები