Thumbnail

ქართველების ტრიუმფი ნიცაში | მოჭიდავეებმა მაკრონის პრიზი მიიღეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 4 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო საფრანგეთიდან
  • საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთის პრეზიდენტისგან ჯილდო მიიღო

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ნიცაში 'ანრი დელგანის' სახელობის საერთაშორისო გრან პრიზე 9 მედალი მოიგეს და გუნდური ჩემპიონობა იზეიმეს. გიორგი იანტბელიძის შეგირდებმა 4 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ოქრო: ოთარ გოგავა (57 კგ), ბექა ლომთაძე (61 კგ), ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ) და დავით ხუციშვილი (79 კგ)

ვერცხლი: ტარზან მაისურაძე (86 კგ)

ბრინჯაო: ლაშა ლომთაძე (57 კგ), ზურაბ ერბოწონაშვილი (74 კგ), მამუკა კორძაია (97 კგ) და როლანდ ანდრიაძე (125 კგ)

გუნდური ჩემპიონობისთვის საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს სპეციალური პრიზი ჰქონდა დაწესებული, რომელიც საქართველოს ნაკრებს გადაეცა. ჩვენმა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში ყველას დიდი უპირატესობით აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე გერმანიის ნაკრები გავიდა, ხოლო მესამეზე ბელარუსი.

⭕ 9 მედალი და გუნდური ჩემპიონობა - თავისუფალი სტილით ნაკრების ტრიუმფი საფრანგეთში 🇬🇪😍☝🏆🥇💪🇬🇪 ⭕ 2 თებერვალს, ფრანგულ...

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on შაბათი, 02 თებერვალი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები