Thumbnail

იუვეს რონალდოს დუბლი არ ეყო - ჟერვინიომ ბოლო წუთზე გაათანაბრა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • იუვენტუსი 3:3 პარმა
  • ტურინელებმა მიმდინარე სეზონში მესამე ფრე ითამაშეს

იტალიის სერია A-ს 22-ე ტურში იუვენტუსმა პარმას უმასპინძლა და მიმდინარე სეზონში მესამე შეხვედრა ვერ მოიგო. მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა. ტურინელებმა შეხვედრაში ანგარიში 36-ე წუთზე გახსნეს, კრიშტიანო რონალდომ იუვენტუსი დააწინაურა და პირველი ტაიმი მოაგებინა - 1:0.

მეორე ტაიმის 62-ე წუთზე რონალდოს გადაცემით დანიელე რუგანიმ ისარგებლა და იუვენტუსს ორბურთიანი უპირატესობა მოუტანა. პარმამ სხვაობა 2 წუთში შეამცირა, ანტონინო ბარილამ იტალიაში დაბრუნებული კუცკას გადაცემით პერინის ლამაზი გოლი გაუტანა. იუვენტუსმაც ორ წუთში გაიტანა და რონალდომ დუბლი შეასრულა - 3:1.

რუგანის ყველა გადაცემა პირველ ტაიმში ზუსტი იყო

თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და იუვენტუსს აქტივში მე-20 მოგება უნდა ჩაეწერა, მაგრამ პარმამ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. ჟერვინიომ სხვაობა 76-ე წუთზე ერთ ბურთამდე შეამცირა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ისევ ჟერვინიომ დუბლი შეასრულა და იუვენტუსმა ქულები დაკარგა.

ტურინელებს 60 ქულა აქვთ და ჩემპიონატში პირველ ადგილზე არიან. ნაპოლიმ იუვენტუსთან ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირა. მათ სამპდორია 3:0 დაამარცხეს. სერია A-ს კიდევ ერთ მატჩში ემპოლიმ კიევოსთან ფრედ 2:2 ითამაშა. ლევან მჭედლიძემ კრუნიჩი 82-ე წუთზე შეცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები