Thumbnail

6:2 დანიასთან | საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ყველა მატჩი მოიგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ასათიანის გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ რაუნდში პირველი ადგილი დაიკავა
  • საქართველოს ნაკრებმა მესამე მატჩი დანიასთან გამართა და ოთხი გოლით იმარჯვა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის მესამე შეხვედრა გამართა და მესამე მატჩიც მოიგო. ავთანდილ ასათიანის გუნდმა ამჯერად დანიასთან ითამაშა და მეტოქე 6:2 დაამარცხა.

რონინიოს დარტყმა და 1:0

საქართველოს ნაკრები პირველ ტაიმში უპირატესობას ფლობდა, მაგრამ გატანა ვერ შეძლო. დანიელთა მეკარემ რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია. ასათიანის გუნდმა პირველი გოლი მეორე ტაიმის მე-8 წუთზე გაიტანა. რონინიომ მეტოქე ცრუმოძრაობით დააბნია და ბრწყინვალე დარტყმით ანგარიში გახსნა - 1:0. მეორე გოლი საქართველოს ნაკრების მეკარის, თორნიკე ბუკიას გადაცემის შემდეგ გავიდა, ვახტანგ კეკელიამ დანიას მეორე გოლი გაუტანა. მესამე გოლი შოთა თოფურიას ანგარიშზეა, მან ბრწყინვალე კომბინაცია ქუსლით გატანილი გოლით დაასრულა - 3:0.

რამდენიმე წამში სიმი საიოტმა დანიელებს მეოთხე გოლიც გაუტანა. თალესმა კი საქართველო ხუთი ბურთით დააწინაურა, რის შემდეგაც დანიამ ერთი გოლი გაქვითა 5:1. დარჩენილ დროში ნაკრებებმა თითო გოლი გაიტანეს. ვახტანგ კეკელიამ დუბლი შეასრულა, ხოლო საქართველოს მეორე გოლი იორგენსენმა გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 6:2

ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

საქართველო 6:2 დანია

გოლები: 1:0 რონინიო; 2:0 კეკელია; 3:0 თოფურია; 4:0 სიმი საიოტი; 5:0 თალესი; 5:1 ლარსენი; 6:1 კეკელია; 6:2 იორგენსენი;

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (ტატიშვილი, თბილისი)

მცველები: თალესი (ეკონომაცი, სერბეთი), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი), ნიკოლოზ ზედელაშვილი (ლიდსელმაში, ბელარუსი)

თავდამსხმელები: ვახტანგ ჯვარაშვილი (კრემლინ-ბისეტრე იუნაიტედი, საფრანგეთი), ვახტანგ კეკელია (ტატიშვილი, თბილისი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი), რონინიო (ხერსონი, უკრაინა), გია ნიყვაშვილი (ვალეტა, მალტა), სიმი საიოტი (კპრფ, რუსეთი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში, ბელარუსი), ფუმასა (პატო, ბრაზილია), ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში, ბელარუსი).

ჯგუფის მეორე შეხვედრაში ისრაელმა და გერმანიამ ფრედ, 2:2 ითამაშეს. საქართველოს ნაკრები 2020 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე იასპარეზებს. ჩვენს ჯგუფში მე-2 ადგილზე 4 ქულით გერმანიის ნაკრები გავიდა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა პირველ შესარჩევ ეტაპზე 18 გოლი გაიტანა და 3 გოლი გაუშვა.

საქართველოს ყველა გოლი დანიის ნაკრებთან ⚽️რონინიო ⚽️⚽️ კეკელია ⚽️ სიმი საიოტი ⚽️ თალესი ⚽️ თოფურია

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on შაბათი, 02 თებერვალი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები