Thumbnail
  • აინტრახტი 1:1 დორტმუნდი
  • ლევერკუზენი 3:1 ბაიერნი

გერმანიის ბუნდესლიგის მე-20 ტურში დორტმუნდმა ქულები დაკარგა ფრანკფურტში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მდევარ ბაიერნთან სხვაობა მაინც გაზარდა. 

ჩემპიონატის ლიდერი აინტრახტს ესტუმრა და 1:1 დაუზავდა. 22-ე წუთზე რაფაელ გერეირომ შესანიშნავი სოლო-რეიდით საჯარიმოში შეაღწია და მარკო როისს გაატანინა, მაგრამ 36-ე წუთზე ლუკა იოვიჩმა ანგარიში გაათანაბრა. დორტმუნდი 49 ქულით პირველ ადგილზეა, აინტრახტი 32 ქულით მე-5 ადგილზეა.

ლევერკუზენში ბაიერნი ლეონ გორეტცკამ პირველ ტაიმში დააწინაურა, მაგრამ მეორეში ბაიერისგან სამი გოლი გაუშვა და 1:3 დამარცხდა. ეს ნიკო კოვაჩის გუნდის მე-4 მარცხია სეზონში. ბაიერნი 42 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერს უკვე 7 ქულით ჩამორჩება. ლევერკუზენი 30 ქულით მე-7 ადგილზეა.

მეორე ტაიმში ლევერკუზენმა ბაიერნს 3 გოლი გაუტანა

საინტერესო ფაქტები

⚽ პაკო ალკასერმა დორტმუნდის სასტარტოში 2019 წელს პირველად ითამაშა.

⚽ მარკო როისს ზედიზედ სამი ტურია, გოლი გააქვს. 

⚽ ბოლო 8 მატჩია, რაც ლევერკუზენი არ აგებს თუ კევინ ფოლანდს გოლი გააქვს.

⚽ ბაიერნმა სტუმრად ბოლოს მე-11 ტურში წააგო - დორტმუნდში.

⚽ ლეონ გორეტცკას 2019 წელს ბუნდესლიგის ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი - 4.

აინტრახტი 1:1 დორტმუნდი

გოლები: 0:1 როისი (22), 1:1 იოვიჩი (36)

ლევერკუზენი 3:1 ბაიერნი

გოლები: 0:1 გორეტცკა (41), 1:1 ბაილი (53), 2:1 ფოლანდი (63), 3:1 ალარიო (87)

კომენტარები

ბოლო ამბები