Thumbnail

შოტლანდიამ იტალია დაამარცხა! აძურამ 5 ლელო გაუშვა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • შოტლანდია 33:20 იტალია
  • შოტლანდიელებმა ექვსი ერი მოგებით დაიწყეს

შოტლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა 6 ერის პირველ შეხვედრაში 'მარიფილდზე' იტალიის ნაკრებს უმასპინძლა და მეტოქეს 5 ლელო დაუდო. იტალია მე-10 წუთზე დაწინაურდა, ტომაზო ალანმა სტუმრები ჯარიმით დააწინაურა. შოტლანდიამ მეტოქეს მალევე უპასუხა, 7-ფაზიანი შეტევის შემდეგ ფინ რასელმა ბურთი ბლერ კინგჰორნს ფეხით კარგი გადაცემა გაუკეთა, კინგჰორნმა კი მატჩში პირველი ლელო დადო - 5:3.

21-ე წუთზე შოტლანდიელებმა მორიგი ლელო დადეს. შერკინების შემდეგ ბურთი ფრთაზე ბრწყინვალედ ჩათამაშდა და კინგჰორნმა დუბლი შეასრულა, ხოლო ლეიდლოუმ ამჯერად გარდასახვის გატანაც შეძლო - 12:3. პირველი ტაიმიც ამ ანგარიშით დასრულდა.

შოტლანდიამ მეორე ტაიმიც კარგად დაიწყო. მასპინძლებმა 47-ე წუთზე მატჩის მე-3 ლელო დადეს, ფინ რასელმა ბრწყინვალედ ითამაშა ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში ფეხით შეაგორა და სტიუარტ ჰოგმაც შოტლანდიის ნაკრებში მე-19 ლელო დადო. ლეიდლოუმ მეორე გარდასახვაც გაიტანა და მასპინძლები 16 ქულით დააწინაურა.

შოტლანდიამ ათწუთიან მონაკვეთში კიდევ ორი ლელო დადო. ბლერ კინგჰორნმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და ლეიდლოუ ისევ ზუსტი იყო, ხოლო კრის ჰარისის ლელო ფინ რასელმა გარდასახა - 33:3.

იტალიელებმა მატჩის მიწურულს სამი ლელოს დადება შეძლეს. აძურამ ეს ყველაფერი 8-წუთიან მონაკვეთში შეძლო. 72-ე წუთზე პალაზანის ლელო ალანმა გარდასახა, 3 წუთში ედოარდო პადოვანიმ კიდევ ერთი ლელო დადო, ხოლო მატჩის საბოლოო ანგარიში ანჯელო ესპოზიტომ დააფიქსირა - 33:20.

შოტლანდიამ 6 ერის ახალ სეზონში პირველი მატჩი მოიგო და ბონუს ქულაც მოიპოვა. ბრიტანელები ამ დროისთვის პირველ ადგილზე არიან.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბლერ კინგჰორნი: შედეგით კმაყოფილი ვარ. ჩვენ ეს მოგება დავიმსახურეთ. მადლობას ვეტყვი ჩემს ბიჭებს, რომლებმაც შესანიშნავად ითამაშეს და მადლობა იტალიას, რომელმაც ბოლომდე იბრძოლა.

კომენტარები

ბოლო ამბები