Thumbnail

ვაკოს GOLAZO! მექსიკელთა კარში - ყაზაიშვილმა პირველივე მატჩში გაიტანა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • სან ხოსეს პირველი სპარინგი
  • ქართველები სასტარტოში 

MLS-ის ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო კალიფორნიულმა სან ხოსემ, რომლის რიგებშიც ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია გამოდიან. სან ხოსე პიონეროსს შეხვდა და 1:1 დაუზავდა. მექსიკური გუნდის წინააღმდეგ ორივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო. 

მე-20 წუთზე ვაკომ ნამდვილი GOLAZO!  გაიტანა (სან ხოსეს ტვიტერმა ასეც შეაფასა ეს გასროლა). პიონეროსმა მალევე გაათანაბრა, ვაკოს კი ისევ შეეძლო სან ხოსე დაეწინაურებინა, თუმცა ამჯერად გოლი ვეღარ გაიტანა. შესვენებაზე მწვრთნელმა მთელი შემადგენლობა გამოცვალა. 

ვაკოს სუპერგოლი

შეგახსენებთ, რომ ახალი წლიდან ვაკო ყაზაიშვილი U.S. Green Card-ის მფლობელია და კლუბში ლეგიონერად აღარ ითვლება. MLS-ში ახალი სეზონი 2 მარტს დაიწყება. 

მეტი ამ თემაზე

 

კომენტარები

ბოლო ამბები