Thumbnail

ნიკოლოზ ბასილაშვილი: იყო დრო, როცა ტურნირებზე მანქანაში მეძინა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ATP-ის საიტმა ნიკოლოზ ბასილაშვილს სიუჟეტი მიუძღვნა
  • როგორ მოვიდა ქართველი TOP 20-მდე 

ATP-ის ტურის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა საქართველოს პირველი ჩოგნის, ნიკოლოზ ბასილაშვილის (22) ვიდეო კომენტარი:

'ის 26 წლისაა საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან, მას ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა 2018 წელს. სეზონი 59-ე ჩოგნის სტატუსით დაიწყო და წლეულს უკვე TOP 20-ში შევიდა! რა თქმა უნდა, ამის მიღწევა იოლი არ ყოფილა. 2018-ში მან საქართველოს ჩოგბურთის ისტორია გადაწერა - გახდა პირველი ქართველი, ვინც ATP-ის ტიტული მოიგო.  

'ჩემ კარიერაში და ცხოვრებაში ყოველთვის იყო აღმასვლა და დაღმასვლა. ყოფილა მომენტები, როცა მე და მამაჩემი ტურნირებზე მანქანაში ვიძინებდით. იყო შემთხვევა, როცა ახალგაზრდულ ტურნირზე მთელი თვე მანქანაში ვიძინებდი. ხანდახან ტურნირებზე ყოფნისაც კარავშიც გამითენებია ღამე. ეს ყველაფერი კი გაძლიერებს და მოტივაციას გიორმაგებს, რომ შეძლო რაც შეიძლება მაღალ დონეზე თამაში', - ამბობს ნიკა'.

მეტი ამ თემაზე

 

კომენტარები

ბოლო ამბები