- ჯიქი 22:23 ხარები
- დიდი 10-ის მე-12 ტური გორში გაიხსნა
დიდი 10-ის მე-12 ტურის პირველ მატჩში ჯიქმა ხარებს უმასპინძლა და 22:23 დამარცხდა. გორელები ბრწყინვალე ლელოთი დაწინაურდნენ. გორელთა მე-11 ნომერმა დიმიტრი კალანდაძემ საოცარი სოლო რეიდი განახორციელა და მასპინძლები დააწინაურა. კალანდაძემ გარდასახვაც თვითონ გაიტანა, რასაც კიდევ ერთი ჯარიმა მიუმატა.
რუსთაველებმა პირველ ტაიმშივე მოახერხეს წინ გასვლა და ჯიქმა ორი ლელო გაუშვა, რომლებიც სტუმრებმა გარდასახეს. კობა ბუჯიაშვილმა სამი ჯარიმაც გაიტანა და ხარებმა პირველი ტაიმი 10:23 მოიგო.
ჯიქმა მეორე ტაიმში 12 ქულა მოიპოვა, მაგრამ მატჩი მაინც ვერ მოიგო და ერთი ქულით დამარცხდა. გორელებს 25 ქულა აქვთ და ჩემპიონატში მე-7 ადგილზე არიან. ხარებმა ამ მოგებით მე-2 ადგილზე გადაინაცვლეს და ლიდერ ბათუმს ერთი ქულით ჩამორჩებიან.
კომენტარები