Thumbnail

საფრანგეთი დამარცხებულია! უელსმა 6 ერი მოგებით დაიწყო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საფრანგეთი 19:24 უელსი
  • უელსელებმა ფრანგების შეცდომები გამოიყენეს და მატჩი მოიგეს

2019 წლის ექვსი ერი 'სტად დე ფრანსზე' გაიხსნა. საფრანგეთმა უელსს უმასპინძლა და მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ, მოულოდნელად დამარცხდა. მასპინძლებმა მე-6 წუთზე პირველი ლელო დადეს, 33 წლის ლუი პიკამოლი უელსელებმა ვერ შეაჩერეს. ფრანგთა სამწუხაროდ, მორგან პარამ გარდასახვა ვერ გაიტანა.

22-ე წუთზე იოან უჟემ კიდევ ერთი ლელო დადო, მაგრამ ფრანგებმა გარდასახვა ისევ ვერ გამოიყენეს. უელსმა პირველ ტაიმში ქულა ვერ აიღო - გარეთ ენსკომბს 28-ე წუთზე ჯარიმის გატანა შეეძლო, მაგრამ ზუსტად ვერ დაარტყა. ფრანგებმა პირველ ტაიმში კიდევ 6 ქულა აიღეს. კამილ ლოპესმა ჯერ ჯარიმა გამოიყენა, ტაიმის ბოლო წუთზე კი არეკნიც გაიტანა - 16:0.

კამილ ლოპესის არეკნი უელსის ნაკრებთან

კამილ ლოპესის არეკნი უელსის ნაკრებთან

Posted by GeoRugby on პარასკევი, 01 თებერვალი, 2019

უელსელებმა მეორე ტაიმის დასაწყისში ერთი ლელო გაიტანეს. ჯოშ ადამსმა ბრწყინვალედ ითამაშა, რის შემდეგაც ბურთი თომოს უილიამსს გადააწოდა, რომელმაც ფრანგებს პირველი ლელო დაუდო. სტუმრებმა გარდასახვა ზუსტად შეასრულეს. სტუმრებმა ზუსტად ხუთ წუთში მეორე ლელო დადეს - იოან უჟემ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და ჯორჯ ნორსმა ბურთი ფრანგების ჩათვლის მოედანში დაამიწა. ენსკომბმა მეორე გარდასახვაც გაიტანა - 16:14. უელსი 62-ე წუთზე დაწინაურდა. დენი ბიგარმა ჯარიმით სტუმრები შეხვედრაში პირველად დააწინაურა.

ფრანგები 69-ე წუთზე კამილ ლოპესის ჯარიმით ისევ წინ გავიდნენ, მაგრამ უელსმა მატჩის მოგება მაინც შეძლო.. ფრანგებმა მატჩის ბოლოს კიდევ ერთი შეცდომა დაუშვეს. ჯორჯ ნორსმა მეტოქის გადაცემა ჩაჭრა და მატჩში მეორე ლელო დადო, რომელიც ბიგარმა გარდასახა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 19:24.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ უელსელი ჯორჯ ნორსი დაასახელეს. უელსმა პირველი გამარჯვება იზეიმა და 4 ქულა აქვს. ფრანგებმა კი ბონუს ქულა დაიმსახურეს. დღეს კიდევ ორი მატჩი გაიმართება: შოტლანდია იტალიას უმასპინძლებს, ხოლო მოქმედი ჩემპიონს, ირლანდიას ინგლისი ესტუმრება.

ჯორჯ ნორსის გამარჯვების ლელო საფრანგეთის ნაკრებთან

ჯორჯ ნორსის გამარჯვების ლელო საფრანგეთის ნაკრებთან მესამე • mesame

Posted by GeoRugby on პარასკევი, 01 თებერვალი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები