Thumbnail

6 ერის ბოსი უარყოფს - 'გავარდნის ალბათობა არც განიხილება'

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 6 ერის ბოსი: არავის გავაგდებთ
  • რა გადაწყდა ლოს ანჯელესში?
რევოლუცია რაგბიში - 6 ერი 'გაიხსნება' და მსოფლიო ლიგა შეიქმნება

ლოს ანჯელესში რაგბის პირველი დონის ქვეყნების ხელმძღვანელთა ტრადიციული შეხვედრის შემდეგ მედიაში გავრცელდა ხმები, რომ 2022 წლიდან მსოფლიო რაგბიში რევოლუციური სიახლეებია.

სხვა საკითხებთან ერთად ისიც ითქვა, რომ 6 ერში შემოიღებენ გავარდნა/აღზევების სისტემას, რასაც, თითქოს, ექვსი ერის CEO ბენჟამერ მორელიც დაეთანხმა. 

მეორე დღეს ეს ინფორმაცია თავად მორელმა კატეგორიულად უარყო: 

"არანაირი გავარდნა არც კი განიხილება, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ტურნირის ექვსივე მონაწილესთან. ასე რომ, ამ საკითხში ცვლილებები არ არის მოსალოდნელი. ჩვენ სწორედ მაღალი სტანდარტები გამოგვარჩევს. ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა საქმე ცვლილებებს ეხება.

ის, რაც ითქვა, იმის გამოძახილია, რომ რაც შეიძლება მეტი რეგიონი განვითარდეს. ასეთ შემთხვევაში კი ვინმეს გავარდნა ტურნირიდან, ჩვენი მაღალი სტანდარტების დამცრობას ნიშნავს. ასე რომ, მოდი კონცენტრაცია გავაკეთოთ იმაზე, რომ განავითაროთ ის, რაც ჯერ კიდევ არ არის მაღალი დონის", - განუცხადა მორელმა The Times-ს. 

კომენტარები

ბოლო ამბები