Thumbnail

მალე დასავიწყებელი მატჩი - ბითაძემ მოსკოვში ქულა ვერ ჩააგდო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ცსკა 99:69 ბუდუჩნოსტი
  • პირველად გოგა ბითაძემ ქულაც კი ვერ ჩააგდო

ევროლიგის რეგულარული სეზონის 21-ე ტურის მატჩში გოგა ბითაძის ბუდუჩნოსტი მოსკოვში ცსკა-სთან 30-ქულიანი სხვაობით დამარცხდა - 69:99. ბუდუჩნოსტს 6 მოგება და 15 მარცხი აქვს და ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა. ცსკა-ს 16 მოგება აქვს, ისევე, როგორც რეალს, რომელსაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს. 

19 წლის ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში არც ამჯერად არ იყო, თუმცა ეს მის პროფესიულ კარიერაში ერთ-ერთი უცუდესი შეხვედრა გამოდგა (ბუდუჩნოსტის რიგებში ნამდვილად).

გოგამ 22:50 ქულაც კი ვერ ჩააგდო - მან 4 ორქულიანი და 4 საჯარიმო ააცილა. ბითაძის აქტივში სულ 2 მოხსნაა, ერთადერთი ნათელი წერტილი იყო 2 დაფარება. გოგამ 3-ჯერ დაკარგა ბურთი და 5 პერსონალური ფოლი მიიღო. ბითაძეს ძალიან ცუდი მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა - მინუს 9! 

მატჩში საუკეთესო ფრანგი ნანდო დე კოლო იყო, ვინც 26 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. 7 თებერვალს ბუდუჩნოსტი კიდევ ერთ რუსულ კლუბს შეხვდება, ხიმკის უმასპინძლებს. 

ბითაძის დაფარება

კომენტარები

ბოლო ამბები