Thumbnail

ფეხშიშველა კამპ ნოუს ცვრიან ბალახზე - იერი მინას პრეზენტაცია ბარსელონაში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კატალონიელებმა იანვარში მეორე ტრანსფერი განახორციელეს.
  • 195 სმ სიმაღლის კოლუმბიელი მცველი ბოლოს ბრაზილიურ პალმეირასში გამოდიოდა.

ბარსელონამ გუნდის მეორე ახალწვეული იერი მინა ოფიციალურად წარადგინა. 23 წლის კოლუმბიელმა მცველმა კამპ ნოუს მოედანზე გასვლის წინ ბუცები და გეტრები გაიძრო და გაზონზე პირველი ნაბიჯები ფეხშიშველმა გადადგა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბარსელონამ ფილიპე კოუტინიო წარადგინა.

ბარსა ყველაზე მაგარია, მადლობა ლივერპულს! კოუტინიოს პირველი დღე ნოუ კამპზე

ბარსელონა და პალმეირასი მინას ტრანსფერზე 11 იანვარს შეთანხმდნენ. კატალონიელებმა ფეხბურთელში 11,8 მილიონი ევრო გადაიხადეს. მინა ბარსელონას ღირსებას 4 წლის განმავლობაში დაიცავს, მის კონტრაქტში კი ჩაიდო პუნქტი, რომლის თანახმად, მსურველმა კლუბმა მცველში 100 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.

კოლუმბიელმა მცველმა ოცნება აისრულა

300 მილიონი ევრო ვალი! კოუტინიოს ყიდვის შემდეგ ბარსელონა შავ დღეშია

“ენითაუწერელ სიამაყეს ვგრძნობ, რადგან ყოველთვის ვოცნებობდი ამაზე. ახლა კი მომეცა შანსი, რომ ვიყო დიდი ფეხბურთელების გვერდით. მსურს ბევრი ვისწავლო ჩემი ახალი თანაგუნდელებისგან: მესისგან, პიკესგან, უმტიტისა და მასკერანოსგან. და რაც მთავარია, მინდა, ტიტულები მოვიგო”, - აქვეყნებს მინას ნათქვამს ბარსას ოფიციალური საიტი.

23 წლის ფეხბურთელს ლიონელ მესისგან ბევრი რამის სწავლა სურს

იერი მინამ პალმეირასთან ერთად 2016 წელს ბრაზილიური სერია A მოიგო და ტურნირის საუკეთესო მცველად დასახელდა. იქამდე ფეხბურთელი მშობლიურ დეპორტივო პასტოსა და სანტა-ფეში გამოდიოდა.

“იერი მინა დიდი ტალანტის მქონე ფეხბურთელია, რომელიც უახლოეს წლებში გულშემატკივრებს გააბედნიერებს”, - ამბობს ბარსელონას პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ.

ბარსელონას პრეზიდენტი მინაზე დიდ იმედებს ამყარებს

მინამ ბრაზილიის ჩემპიონატში ბოლო ორი წელი გაატარა. 49 მატჩში მის ანგარიშზე 9 გოლია.

ბარსელონაში მინას ტრანსფერი სამეულ უმტიტის ტრავმისა და ხავიერ მასკერანოს შესაძლო წასვლის გამო დაჩქარდა..

კომენტარები

ბოლო ამბები