Thumbnail
  • 📅 2 თებერვალი | ⌚ 18:30 | ⚽ აინტრახტი V დორტმუნდი
  • ბუნდესლიგის ლიდერს ფრანკფურტში რთული მატჩი ელის
  • მოსალოდნელია 2,5-ზე მეტი გოლი და ორივეს გატანა

მას მერე, რაც მიუნხენის ბაიერნი ფორმაში შევიდა, დორტმუნდის ბორუსია უმძიმესი წნეხის ქვეშაა, რომელსაც ჯერჯერობით უძლებს. ლუსიენ ფავრის გუნდს ამჯერად კიდევ უფრო რთული გამოცდა ელის - ლიდერი BVB ფრანკფურტის აინტრახტს სტუმრობს. ადოლფ ჰიუტერის გუნდს იმედი აქვს, რომ შეძლებს და დაამარცხებს ბორუსიას, რომელსაც ამ სეზონში, ბუნდესლიგაში მხოლოდ ერთი მატჩი აქვს წაგებული.

‘ბორუსიას კომპაქტურად უნდა ვეთამაშოთ და სწორ მომენტში უნდა მივაპრესინგოთ!’ - ეს ფერნანდესის სიტყვებია. დორტმუნდის ლიდერი მარკო როისი კი ჰანოვერთან დიდი ანგარიშით გამარჯების (5:1) მიუხედავად, უკმაყოფილო იყო - მომენტებში კონცენტრაციას ვკარგავდითო. კაპიტანი თანაგუნდელებისგან ზუსტად ისეთ მონდომებას ითხოვს, როგორიც ფავრის შეგირდებს ლაიპციგში მოგებულ შეხვედრაში (1:0) ეტყობოდათ.

ლუსიენ ფავრის ბორუსია ლიდერობას არ თმობს

მეორე წრეში დორტმუნდმა ორივე მატჩი მოიგო, წინა ტურში კი ჰანოვერს სულაც 5 გოლი გაუტანა - ფაქტია, რომ ფავრის გუნდი ჩემპიონობისკენ დიდი თავდაჯერებით მიიწევს. სწორედ ამ თავდაჯერებას ემუქრება ახლა აინტრახტი თავისი შესანიშნავი სამეულით - ვგულისხმობთ რებიჩს, ალეს და იოვიჩს.

საინტერესო ფაქტები

⚽ აინტრახტმა დორტმუნდს ბოლო 4 საშინაო დუელიდან 3 მოუგო.

⚽ სექტემბრის შემდეგ აინტრახტს საშინაო მატჩი ფრედ აღარ დაუმთავრებია, ბოლო საშინაო ფრის შემდეგ კი, საკუთარ მოედანზე 10-დან 8 თამაში მოიგო (8 მოგება, 2 წაგება).

⚽ აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ სექტემბრის იმავე უიქენდის შემდეგ, დორტმუნდის ბორუსიას სტუმრად აღარ უთამაშია ფრე (7 მოგება, 2 წაგება).

⚽ აინტრახტზე (39) მეტი გოლი ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ ბაიერნს (43) და დორტმუნდს (50) აქვთ გატანილი.

⚽ ‘კომერცბანკ-არენაზე’ დაგეგმილ ამ შეხვედრაში მეტი გოლია მოსალოდნელი, რადგან აინტრახტის 9 საშინაო მატჩიდან 8-ში სწორედ 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ პირველი ტაიმის ბოლო 15 წუთი აინტრახტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ მონაკვეთში უფრო მეტი გოლი აქვთ გატანილი (11), ვიდრე მიმდინარე სეზონის ნებისმიერ სხვა 15-წუთიან მონაკვეთებში.

⚽ დორტმუნდის ბორუსიას სტუმრად ჩატარებული 9 მატჩიდან არცერთხელ არ გაუტანია გოლი 31-ე წუთიდან მე-60 წუთამდე.

⚽ დორტმუნდს სტუმრად გამართული 9 თამაშიდან მხოლოდ 1 აქვს წაგებული (6 მოგება, 2 ფრე, 1 მარცხი).

⚽ ბუნდესლიგის ლიდერმა ბორუსიამ სტუმრად გატანილი გოლების 37,5% მატჩის 75-ე წუთის შემდეგ გაიტანა.

⚽ აინტრახტის თავდამსხმელმა სებასტიენ ალემ მეორე წრის ორივე თამაშში გაიტანა. ამ სეზონში მას სულ 11 გოლი და 8 საგოლე პასი აქვს.

⚽ ფრანკფურტელები საშინაო მატჩებს მშრალად იშვიათად იგებენ. საკუთარ მოედანზე 5-დან 4 მოგებულ შეხვედრაში ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში დორტმუნდს სტუმრად გამართულ არცერთ თამაშში არ მიუღია გოლი 75-ე წუთის შემდეგ.

⚽ აინტრახტისა და დორტმუნდის ბოლო 6 დაპირისპირებაში ორივე გუნდმა გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

აინტრახტი (3-5-2): ტრაპი - აბრაამი, ჰასებე, ნდიკა - და კოშტა, როდე, ფერნანდესი, გაჩინოვიჩი, კოსტიჩი - ალე, რებიჩი.

დორტმუნდი (4-2-3-1): ბიურკი - ჰაკიმი, ვაიგლი, დიალო, შმელცერი - ვიტსელი, დილეინი - სანჩო, როისი, გერეირო - გიოტცე.

კომენტარები

ბოლო ამბები