Thumbnail
  • 📅 3 თებერვალი | ⌚ 23:45 | ⚽ რეალი V ალავესი
  • ბასკები 'სანტიაგო ბერნაბეუზე'

სატურნირო თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა აქვს კვირა საღამოს დაპირისპირებას 'სანტიაგო ბერნაბეუზე' - მესამეადგილოდანი რეალი მე-5 ადგილზე მყოფ ალავესს მასპინძლობს. ბასკები ლიდერთა ჯგუფში მყარად იყვნენ, მაგრამ ბოლო სამ ტურში მხოლოდ 1 ქულა აიღეს და ჩემპიონთა ლიგის ზონასაც ჩამორჩნენ. რეალსა და ალავესს შორის კი სხვაობა უკვე 7 ქულაა...

რეალს დაცვაში უჭირს

რეალმა საკუთარი თამაში იპოვნა - ქარიმ ბენზემამ გოლების გატანა დაიწყო, გარეთ ბეილი გამოჯანმრთელდა, ტონი კროოსი დაბრუნდა... ალავესთან მატჩში სანტი სოლარის საფიქრალი დაცვის ხაზიც იქნება. რეალს მარჯვენა მცველი დანი კარვახალი და ცენტრალური მცველი რაფაელ ვარანი ჰყავს დისკვალიფიცირებული. ძალზე საეჭვოა კიდევ ერთი მცველის, ხესუს ვალიეხოს თამაში.

ბენზემა ფორმაშია

სოლარი სასტარტოში ოდრიოზოლასა და ნაჩოს ათამაშებს. შეტევის სამეულში მარკო ასენსიო ალბათ ჩაანაცვლებს სუსტად მოთამაშე ლუკას ვასკესს. რეგილონმა კი, როგორც ჩანს, მყარად ამოაგდო შემადგენლობიდან მარსელო - დაცვის მარცხენა ფრთაზე მას უნდა ველოდოთ.

ალავესი იბაიაზე ემზადება

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-3-3): კოუტინიო - ოდრიოზოლა, ნაჩო, სერხიო რამოსი, რეგილონი - მოდრიჩი, კაზემირო, სებალიოსი - ასენსიო, ბენზემა, ბეილი

ალავესი (4-4-2): პაჩეკო - ნავარო, მარიპანი, ლაგვარდია, რუბენ დუარტე - ბურგი, მანუ გარსია, პინა, ხონი - კალერი, ბასტონი

საინტერესო ფაქტები

⚽ რეალმა ალავესთან ბოლო 6 საშინაო დაპირისპირებაში (ყველა შეჯიბრება) სულ მცირე, 3-3 გოლი მაინც გაიტანა. 

⚽ რეალმა ალავესს ბოლო 6 საშინაო დაპირისპირება მოუგო.

⚽ რეალისა და ალავესის ბოლო 6 მადრიდულ მატჩში 2.5 გოლზე მეტი დაფიქსირდა.

⚽ რეალმა ალავესს ბოლო 4 საშინაო მატჩში (ყველა შეჯიბრება) მოუგო, როგორც პირველი ტაიმი, ისე - მატჩი. 

⚽ რეალმა ლა ლიგის ბოლო 8 საშინაო მატჩიდან 6-ში გოლი არ გაუშვა. 

⚽ რეალის ბოლო 5 საშინაო მატჩში (ლა ლიგა) 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.

⚽ რეალმა ლა ლიგის ბოლო 19 საშინაო მატჩიდან 17 არ წააგო. 

⚽ რეალმა ალავესთან ბოლო სამ საშინაო დაპირისპირებაში კარი მშრალად შეინახა. 

⚽ რეალმა ბოლო 3 ტურში სულ მცირე, 2 გოლი მაინც გაიტანა. 

⚽ ალავესის ბოლო 3 საჩემპიონატო გოლიდან 2 ბორხა ბასტონის ანგარიშზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები