Thumbnail
  • 📅 2 თებერვალი | ⌚ 18:30 | ⚽ ლევერკუზენი V ბაიერნი
  • პეტერ ბოშის ხელში ლევერკუზენი არაპროგნოზირებადი და სახიფათოა
  • ბაიერნი კარგ ფორმაშია და მორიგ სამ ქულას გეგმავს

მიუნხენის ბაიერნი ფორმაშია, ბოლო დროს შესანიშნავად თამაშობს და ცდილობს, დორტმუნდის ბორუსია დააკომპლექსოს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოსდის. ბავარიელებს იმედი აქვთ, რომ ბორუსია ფრანკფურტის აინტრახტთან მაინც დაკარგავს ქულებს, თვითონ კი ლევერკუზენში გამარჯვებას შეეცდებიან.

წინა ტურში რეკორდმაისტერმა შტუტგარტი 4:1 დაამარცხა. ლეონ გორეტცკა ამბობს, ლევერკუზენის სახით გაცილებით რთული მეტოქე გველოდება და მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა ვითამაშოთო.

მას მერე, რაც ლევერკუზენის მთავარ მწვრთნელად პეტერ ბოში დაინიშნა, ‘ფარმაცევტები’ შემტევ ფეხბურთს თამაშობენ და ორჯერ მეტ საგოლე მომენტებს ქმნიან (საშუალოდ 10,5 მატჩში), ვიდრე მანამდე, ჰაიკო ჰერლიხის ხელში ქმნიდნენ. ეს საკმაოდ სარისკო ტაქტიკაა, თუმცა ისეთი, რომ ‘ბაი არენას’ პუბლიკას თვით მიუნხენის ბაიერნის გაბრაზების იმედი აქვს.

ლევერკუზენმა გლადბახთან კარგად ითამაშა, მაგრამ წააგო, მერე კი ვოლფსბურგთან უკვე ძალიან კარგად ითამაშა და მოიგო - თუ ბოშის გუნდი ბაიერნთანაც მოუმატებს, დიდი შანსია, რომ რეკორდმაისტერთან ფრე მაინც გაახერხოს, ან, თუ შეცდომები დააშვებინა, იქნებ მოუგოს კიდეც.

საინტერესო ფაქტები

⚽ ლევერკუზენში იმედი აქვთ, რომ ამ სეზონში პირველად არ წააგებენ ისეთ გუნდთან, რომელიც ცხრილში საუკეთესო ექვსეულშია.

⚽ მიონხენგლადბახის ბორუსიასთან 0:1 ლევერკუზენისთვის ბოლო 6 ოფიციალურ საშინაო მატჩში პირველი წაგება იყო (4 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი).

⚽ ბაიერნი ნოემბერში დორტმუნდის ბორუსიასთან სტუმრად 2:3 დამარცხდა და მას მერე ბუნდესლიგაში აღარ წაუგია (7 მოგება, 1 ფრე). 

⚽ გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატში სტუმრად ყველაზე კარგად მიუნხენის ბაიერნი თამაშობს (8 მოგება, 2 წაგება, 24 ქულა). თანაც, რეკორდმაისტერს ბოლო 7 გასვლითი მატჩიდან თითოეულში მინიმუმ 2 გოლი აქვს გატანილი.

⚽ ამ გუნდების ბოლო 4 შეხვედრაში პირველ 20 წუთში ჯამში 8 გოლი გავიდა.

⚽ ლევერკუზენის ლიდერი კაი ჰავერტცი კარგ ფორმაშია. ცენტრალურმა ნახევარმცველმა ბუნდესლიგის ბოლო 3 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

⚽ ბაიერნში ყველაზე მეტად ბოლო დროს ლეონ გორეტცკას აქებენ. მან თავის ორ შეხვედრაში ასევე 3 ბურთი შეაგდო.

⚽ ლევერკუზენის მონაწილეობით ბუნდესლიგის ბოლო 5 თამაშიდან 3-ში ზუსტად 3 გოლი გავიდა.

⚽ ბაიერნს ბუნდესლიგის ამ სეზონის თამაშების 84 პროცენტში მატჩის პირველი გოლი გაჰქონდა.

⚽ ბოლო 5 მოგებული მატჩიდან ბაიერნმა 4 შეხვედრა 2 ან მეტბურთიანი უპირატესობით მოიგო.

⚽ ბაიერნის ბუნდესლიგაში ჩატარებული მატჩების 74 პროცენტში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ლევერკუზენი (4-1-4-1): ჰრადეცკი - ლ. ბენდერი, თაა, ს. ბენდერი, ვენდელი - არანგისი - ბეილი, ჰავერტცი, ბრანდტი, ბელარაბი - ფოლანდი.

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, ალაბა - ხავი მარტინესი, ტიაგო ალკანტარა - თ. მიულერი, გორეტცკა, კომანი - ლევანდოვსკი.

კომენტარები

ბოლო ამბები