Thumbnail
  • 📅 2 თებერვალი | ⌚ 21:30 | ⚽ ბარსელონა V ვალენსია
  • გუნდებს ერთმანეთისგან 6 ადგილი და 20 ქულა აშორებთ

ესპანეთის ლა ლიგის 22-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა შაბათს 'კამპ ნოუზე' გაიმართება, სადაც ლიდერი ბარსელონა ვალენსიას უმასპინძლებს. მარსელინოს გუნდმა სეზონი ცუდად დაიწყო, თუმცა ამ ეტაპისთვის მდგომარეობა გამოასწორა და მე-7 ადგილზეა. მიუხედავად ამისა, ბარსასთან ჩამორჩენა უზარმაზარია - 20 ქულა... 

მესის გარეშე და მესისთან ერთად

ერნესტო ვალვერდეს გუნდი მორიგი საჩემპიონო ტიტულისკენ  დამაჯერებლად მიიწევს. წინა კვირაში ბარსა ლეო მესის გარეშე 'სანჩეს პისხუანზე' 0:2 დამარცხდა, მაგრამ ვალვერდეს გუნდმა 'კამპ ნოუზე' ოთხშაბათს ანდალუსიელებს ბართლომეს ღამე მოუწყო - 6:1 გაანადგურა! 

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ გუნდი ლეო მესის გარეშე სულ სხვაა და მასთან ერთად - სხვა. პირველ შეხვედრაში არგენტინელი არ იყო, მეორეში კი გოლი პლუს პასი მიითვალა. 

მესი მოედნიდან გოლის გარეშე არ გამოდის

არტურო და არტური ერთად!

ვალვერდეს გუნდი 'ღამურების' წინააღმდეგ 4 ვარსკვლავის გარეშე ითამაშებს. თუ სამუელ უმტიტისა და რაფაელ ალკანტარას არყოფნას ყველა შეეგუა, უსმან დემბელე დიდი დანაკლისია, როგორც სერხიო ბუსკეტსი. ფრანგი ტრავმირებულია, ესპანელი - დისკვალიფიცირებული.

ბუსკეტსის პოზიციაზე ივან რაკიტიჩი ითამაშებს, ასე რომ, დიდი შანსია, მოედანზე ერთად ვიხილოთ ბრაზილიელი არტურიც და ჩილელი არტურო ვიდალიც. დემბელეს პოზიციას კი კოუტინიო შეავსებს და ამ მხრივ, ბარსას პრობლემა არ უნდა ჰქონდეს, რადგან ბრაზილიელი ფორმაში შევიდა. სხვთა აშორის, უმტიტიმ ვარჯიში დაიწყო, თუმცა თამაშამდე ჯერ კიდევ გრძელი გზაა. 

დისკვალიფიცირებული ვალენსიასაც ჰყავს - ცენტრალური მცველი მუქტარ დიაქაბი. გონსალო გედეში და ჯეფრი კონდოგბია შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებენ.

ბარსას ახალწვეული ჟან-კლერ ტოდიბო

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, ლონგლე, ალბა - ვიდალი, რაკიტიჩი, არტური - მესი, სუარესი, კოუტინიო

ვალენსია (4-4-2): ნეტო - პიჩინი, გაბრიელ პაულისტა, გარაი, გაია - სოლერი, პარეხო, კოკლენი, ჩერიშევი - როდრიგო, მინა

ვალენსიას ახალწვეულები - ფაკუნდო რონკალია და რუბენ სობრინო

საინტერესო ფაქტები

⚽ ბარსელონამ ლა ლიგის ბოლო 8 ტურში მოიგო, როგორც პირველი ტაიმი, ისე სრული მატჩი.

⚽ ბარსელონამ ვალენსიას ბოლო 14 საშინაო დაპირისპირებიდან (ყველა შეჯიბრება) 12 მოუგო. 

⚽ ბარსელონას ბოლო 8 ტურში სულ მცირე, 2 გოლი გააქვს თამაშში. 

⚽ ბარსელონას ბოლო 8 ტურიდან 6-ში გოლი არ გაუშვია. 

⚽ ბარსელონას 'კამპ ნოუზე' 7-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს (ყველა შეჯიბრება). 

⚽ ბარსელონას მატჩებში ამ სეზონში ყველაზე მეტი გოლი გადის (3.76 საშ), ვალენსიას შეხვედრებში - ყველაზე ცოტა (1.90).

⚽ ერნესტო ვალვერდე V მარსელინო - 8:3 (5 მატჩი ფრედ დასრულდა). 

⚽ ლიონელ მესის ზედიზედ 9 ტურში გააქვს გოლი

 

კომენტარები

ბოლო ამბები