Thumbnail

ზამთრის თასი: პირველი დღის შედეგები

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ზამთრის თასი 2018 დაიწყო.
  • გამოვლინდნენ პირველი ნახევარფინალისტები.
  • 14 წლამდე ფეხბურთელთა ტურნირში პირველი ფინალისტი გაირკვა.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 2018 წლის ზამთრის თასმა აიღო სტარტი. პირველ დღეს, ტურნირი ეროვნული ლიგის და ეროვნული ლიგა 2-ის გუნდებს შორის დაიწყო. ცალკე ტურნირი ტარდება 14-წლამდე ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდებს შორის და შეხვედრები აქაც გაიმართა.

ეროვნული ლიგა და ეროვნული ლიგა 2

ზამთრის თასის პირველ სათამაშო დღეს პირველი ნახევარფინალური წყვილი გამოვლინდა. საინტერესოდ წარიმართა ჯგუფური ეტაპის შეხვედრები. გ ჯგუფში სამმა გუნდმა: სიონმა, შევარდენმა და დილამ 6-6 ქულა დააგროვა, პლეი ოფში გასული ორი გუნდის ვინაობა კი ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგით გაირკვა. მეოთხედფინალური ეტაპის საგზური სიონმა და შევარდენმა მოიპოვეს.

საინტერესოდ წარიმართა დ ჯგუფის შეხვედრები, საიდანაც მომდევნო ეტაპზე თბილისური გუნდები: საბურთალო და ლოკომოტივი გავიდნენ, ცხინვალი და მერანი კი გამოეთიშნენ ასპარეზობას.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, მეოთხედფინალური მატჩებიც გაიმართა - ლოკომოტივი სიონს დაუპირისპირდა, 6:2 სძლია მეტოქეს და ნახევარფინალის საგზურის მოიპოვა, მისი მეტოქე კი შევარდენი იქნება, რომელმაც მეოთხედფინალში საბურთალოს დაძაბულ ბრძოლაში, 5:3 მოუგო. მეორე ნახევარფინალური წყვილი 13 იანვარს გამოვლინდება.

14-წლამდე გუნდები

2018 წლის ზამთრის თასის მთავარი სიახლე 14-წლამდე ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდებს შორის გამართული ტურნირია. პირველ დღეს ჯგუფური ეტაპის და პლეი ოფების მატჩები გაიმართა, რამაც ერთი ფინალისტი გამოავლინა.

ნახევარფინალში სამეგრელოს რეგიონალური ნაკრები და თბილისის დინამო დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მატჩი თბილისელთა უპირატესობით წარიმართა და დინამოს გამარჯვებით, 6:2 დასრულდა. მეორე ფინალისტი 13 იანვარს გამოვლინდება.

კომენტარები

ბოლო ამბები