Thumbnail

FIFA 19 | უარი 'მიკროტრანზაქციებს' - ბელგიაში FIFA POINT-ების გაყიდვა აიკრძალა

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • ანალოგიური პრობლემა EA-ს შესაძლოა სხვა ქვეყნებშიც შეექმნას
  • FIFA Point-ების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს
  • ცვლილების შემდეგ ბელგიაში FIFA-ს ბევრი ბედნიერი და ამდენივე გაბრაზებული ფანია

Electronic Arts-მა (EA), რომელიც FIFA-ს ფრანშიზის დეველოპერია, მცირე ხნის წინ გამოაცხადა, რომ 31 იანვრიდან ბელგიაში მცხოვრები 'გეიმერები' FUT-ის თამაშისას FIFA Points-ის შეძენას ვეღარ მოახერხებენ. არადა 'ქულები' FIFA 19-ის Ultimate Team რეჟიმის მნიშვნელოვანი ელემენტია და დიდწილად განაპირობებს იმას, თუ რამდენად სწრაფად მოახერხებს ადამიანი სასურველი გუნდის შეკრებას.

განცხადებაში, რომელიც EA-მ გამოაქვეყნა წერია, რომ - 'ბელგიის მთავრობასთან საკითხის დეტალური განხილვის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ბელგიაში FIFA Point-ებს აღარ გავყიდით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს ცვლილებები ძალაში უკლებლივ ყველა პლატფორმაზე 31 იანვრიდან შევიდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბელგიაში FIFA Ultimate Team-ის რეჟიმის მოყვარულებს 'ქულების' შეძენა აღარ შეეძლებათ. მოთამაშეებს არ დაეკარგებათ FUT-ში უკვე არსებული გუნდების შემადგენლობები და FIFA 19-ის სრული 'კონტენტის' თამაშის გზით მოპოვების შესაძლებლობა, რაც ისედაც ასე იყო. მოთამაშეებს შეეძლებათ უკვე შეძენილი ქულების დახარჯვაც.'

FIFA 19-ის მოყვარულებში 'ქულების' მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს. ბევრი ფიქრობს, რომ FIFA Point-ებს თამაშში P2W ('ფეი თუ ვინ', ანუ 'გადაიხადე, რომ მოიგო') ელემენტი შემოაქვს, რაშიც მართლებიც არიან. მეორეს მხრივ, ისეთი ფეხბურთელების თამაშის გზით მოპოვება, როგორიც კრიშტიანო რონალდო და ლეო მესია, პრაქტიკულად შეუძლებელია.

FIFA Point-ების გარეშე, რონალდოთი თამაში ოცნების სფეროს მიეკუთვნება

კომპანიამ მომხმარებელს ბოდიში მოუხადა, მაგრამ მნიშვნელოვანი სხვა რამეა - მაშინ თუ ევროპის სხვა ქვეყნებიც გაამკაცრებენ რეგულაციებს, როგორ მოიქცევა Electronic Arts ამ შემთხვევაში და რა შედეგებს გამოიწვევს ეს 'ლუთ ბოქსების' და ზოგადად, FUT-ის კონტექსტში. ამაზე ზუსტი პასუხი ჯერ არავინ იცის, მაგრამ იმის წინაპირობა, რომ 'ლუთ ბოქსები' სხვა ქვეყნებშიც აიკრძალება, ნამდვილად არსებობს.

კომენტარები

ბოლო ამბები