Thumbnail

გუდაური სამთო-სათხილამურო თასის მესამე ეტაპის მოლოდინში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • შეჯიბრება სპორტულ ფერდობზე სლალომსა და გიგანტურ სლალომში ჩატარდება
  • მოთხილამურეები სხვადასხვა რეგიონებიდან სამ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზებენ

1-2 თებერვალს, გუდაურში  2019 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის მესამე ეტაპი გაიმართება. შეჯიბრება სპორტულ ფერდობზე სლალომსა და გიგანტურ სლალომში ჩატარდება. მოთხილამურეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან სამ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზებენ :

ბავშვები  I (დაბადების წელი 2005-2006)

ბავშვები II (დაბადების წელი 2003-2004)

მოზრდილები და იუნიორები (დაბადების წელი 2002 და უფროსი ასაკი)

შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ: გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის და აჭარის ნაკრები გუნდები, რომლებმაც გასული წლის შიდა რეგიონალურ ჩემპიონატებზე წარმატებას მიაღწიეს და საქართველოს მთავარ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს. 

2018-2019 წლის ზამთრის სეზონზე სვანეთის, გუდაურის, აჭარის და ბაკურიანის სპორტ-სკოლების ათ-ათ მოთხილამურეს აქვს მოპოვებული უპირატესობა  საქართველოს თასის გათამაშების ეტაპებზე. სწორედ მათ მიეცემათ საშუალება ასახელონ თავიანთი გუნდები. ეტაპებზე მიღებული ქულების ჯამი ახალგაზრდა მოთხილამურეებს, სამომავლოდ საქართველოს სათხილამურო ნაკრებში  მოხვედრაში დაეხმარება. 

კომენტარები

ბოლო ამბები