Thumbnail

'ბორტზე ასვლის გვეშინია' - კარდიფის ფეხბურთელები ტრაგედიის შემდეგ

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • კარდიფის სოლ ბამბა ემილიანო სალას შესახებ
  • კოტდივუარელს და სალას ერთი აგენტი ჰყავთ...

21 იანვარს კარდიფის სარეკორდო თანახად (15 მილიონი) შეძენალი ნანტის არგენტინელი ფორვარდის - ემილიანო სალას კერძო თვითმფრინავი ლა მანშის სრუტეში, ინგლისის არხების საზღვაო ტერიტორიაზე გაუჩინარდა.

ამ მოვლენამ კლუბზე და მოთამაშეებზე ძალიან იმოქმედა "ძნელია ემოციის გამოხატვა, ყველამ ძალიან განიცადა, ჩვენ, კლუბმა და ზოგადად ქალაქმა" განაცხადა სოლ ბამბამ.

კოტდივუარელი ლეგიონერი ამბობს, რომ კლუბმა ფსიქოლოგი დაიქირავა "ხშირად დავფრინავდით, მაგრამ ახლა ზოგ ბიჭს ვატყობ, რომ ბორტზე ასვლის ეშინია..."

"მწვრთნელი და კლუბი სწორად მოიქცნენ, როდესაც ფსიქოლოგი დაიქირავეს, ვფიქრობ რამდენიმე გუნდის წევრს დაჭირდება ასეთი დახმარება..."

ბამბას და ემილიანო სალას ერთი აგენტი ჰყავთ "კარდიფში გამოფრენამდე მას ვესაუბრე - გუნდზე მკითხა, გასახდელში სიტუაციაზე, მოერგებოდა თუ არა გუნდს, მწვრთნელზე, ქალაქზე... ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ."

შეგახსენებთ, რომ კარდიფი პრემიერლიგის გასავარდნ ზონაში იმყოფება "სახლში ჩვენი ფანობა გაორმაგებულია და ამ შემთხვევის შემდეგ ყველა მატჩის მოგებას ახალი ენერგიით ვეცდებით."

კომენტარები

ბოლო ამბები