Thumbnail
  • ლევან მჭედლიძე სერია B-ში?
  • pianetaempoli სავარაუდო ტრანსფერზე
მჭედლიძე ემპოლიში 7-ნომრიანი მაისურით თამაშობს

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე შესაძლოა, კლუბი გამოიცვალოს ლევან მჭედლიძემ. ტრავმებით გატანჯულ ქართველ ფორვარდს ემპოლიში მცირე სათამაშო დრო აქვს, ხოლო მისი დამატების სურვილი სერია B-ს კარპიმ გამოთქვა. pianetaempoli წერს, რომ კარპი ძალიან არის დაინტერესებული ემპოლის gigante buono-თი. 

'შესაძლოა ეს ტრანსფერი მართლაც განხორციელდეს, რადგან მჭედლიძეს, რომელიც მუდამ რჩებოდა კლუბში, მაშინაც კი, როცა დიდი ხნით ჰქონდა ტრავმა, ახლა ძალიან ცოტა სათამაშო დრო აქვს. ფანჯრის დახურვამდე ორი დღე რჩება და ჩვენც ვნახავთ, ითამაშებს ისევ პრესტიჟული 7-ნომრიანი მაისურით ემპოლიში ქართველი ფეხბურთელი, თუ არა' - წერს საიტი.

28 წლის ლევან მჭედლიძე 2006 წლიდან მოყოლებული (მე-13 წელია) ემპოლის საკუთრებაა, 2008-10 წლებში მან პალერმოში იჯარით ითამაშა. ემპოლის რიგებში 156 თამაშში მან 20 გოლი გაიტანა. კარპი 17 ქულით მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონაშია. კარპი 2015/16 წლების სეზონში სერია A-ში ასპარეზობდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები