Thumbnail

პირველად: ბორჯღალოსნებმა ბორჯღალოსნების წინააღმდეგ ითამაშეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ნაკრები ორად გაიყო და საკონტროლო მატჩი ითამაშა
  • შევარდენის სტადიონზე ბევრი გულშემატკივარი მივიდა

'ბორჯღალოსნებმა' შევარდენის სანაკრებო ბაზაზე წინასასეზონო მომზადების პირველი ნაწილი დაასრულეს. რაგბი ევროპას მთავარი შეკრების დაწყებამდე, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა საკონტროლო შეხვედრა გამართა.

ბორჯღალოსნებს დიდი 10-ის კლუბებიდან რამდენიმე მორაგბე დაემატა. შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა და მორაგბეებმა მცირე შესვენებებით სამი 20-წუთიანი ტაიმი ითამაშეს. მწვრთნელები საქმეში სულ რამდენჯერმე ჩაერთვნენ, სხვა მხრივ კი, მორაგბეები შეტევასა თუ დაცვაში სრულად დაიხარჯნენ.

შევარდენზე გამართულ მატჩს ბევრი გულშემატკივარი დაესწრო.

მილტონ ჰეიგმა საკონტროლო შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს მატჩი ნაკრებს რუმინეთთან გასამართი შეხვედრისთვის ძალიან გამოადგება.

Lelos vs Lelos

ბორჯღალოსნები vs ბორჯღალოსნები 🏉 არჩევანი არადანი | საუკეთესო მომენტები ნაკრების სპარინგ მატჩიდან. გაიგე მეტი აქ 👉 goo.gl/vRNa88 #არჩევანიარადანი 😉🏉

Posted by Georgian Rugby on ოთხშაბათი, 30 იანვარი, 2019

მილტონ ჰეიგი: 'დღეს ვამთავრებთ შეკრების პირველ ნაწილს. გუშინ ბიჭებს ტესტები ჩაუტარდათ და მათი მზადყოფნით კმაყოფილი ვარ. რაგბი ევროპაზე პირველ მატჩს წელს პირველად რუმინეთთან ვატარებთ, გვსურს, რომ მათთან შეხვედრისთვის უკეთ მოვემზადოთ და დღევანდელი თამაში ამას ემსახურებოდა. გარდა ამისა, ქომაგს წელს ნაკრების თამაში არ უნახავს და გვსურდა მათთვის კარი გაგვეხსნა. ეს ბიჭებსაც მოსწონთ, მსგავს პრაქტიკას მომავალშიც გამოვიყენებთ'.

საკონტროლო მატჩის შემდეგ კომენტარი 'ბორჯღალოსანთა' კაპიტანმა მერაბ შარიქაძემაც გააკეთა.

მერაბ შარიქაძე: 'უჩვეულო დღე გვქონდა, აქამდე ერთმანეთის წინააღმდეგ ოფიციალურ შეხვედრასთან მიმსგავსებული თამაში არასდროს გვქონია, მით უმეტეს ამდენი მაყურებლის წინაშე. უცნაური იყო, თუმცა მეტად საჭირო, რადგან რუმინეთი ამ კვირაში მოსამზადებელ მატჩს მართავს პორტუგალიასთან ჩვენთვისაც საჭირო იყო ასეთი თამაშის დაგეგმვა. ვარჯიშებზე შეცდომები ნაკლებად ჩანს და ხელოვნურად შევიქმენით სათამაშო სიტუაცია, რათა ოფიციალური შეხვედრისთვის უკეთ მოვემზადოთ'.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სეზონს 9 თებერვალს, რუმინეთის ნაკრებთა რაგბი ევროპას ეგიდით გასამართი შეხვედრით გახსნის, რის შემდეგაც ერთ კვირაში თბილისში, ესპანეთს დაუპირისპირდება.

საკონტროლი მატჩი რაგბი ევროპამდე

საკონტროლი მატჩი რაგბი ევროპამდე

საკონტროლი მატჩი რაგბი ევროპამდე

საკონტროლი მატჩი რაგბი ევროპამდე

საკონტროლი მატჩი რაგბი ევროპამდე

საკონტროლი მატჩი რაგბი ევროპამდე

საკონტროლი მატჩი რაგბი ევროპამდე

საკონტროლი მატჩი რაგბი ევროპამდე

საკონტროლი მატჩი რაგბი ევროპამდე

საკონტროლი მატჩი რაგბი ევროპამდე

საკონტროლი მატჩი რაგბი ევროპამდე

კომენტარები

ბოლო ამბები