Thumbnail

რევაზ გიგაური გახსოვთ? ნიცაშია, რაგბის ისევ თამაშობს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • რევაზ გიგაური ნიცაში თამაშობს და თან ბავშვებს ავარჯიშებს
  • ქართველ ლეგიონერზე გადაცემა რადიო თავისუფლებამ მოამზადა

რაგბის ქართველ ქომაგს რევაზ გიგაური ძალიან კარგად უნდა ახსოვდეს... ეროვნული გუნდის მაისური მან პირველად 2006 წელს მოირგო, მას შემდეგ ნაკრების შემადგენლობაში 39-ჯერ ითამაშა, 2 ლელო დადო და ამდენივე მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე გახდა!

რაც შეეხება საკლუბო კარიერას, თბილისის ლოკომოტივიდან წასვლის შემდეგ, გიგაურმა რამდენიმე ფრანგული კლუბი გამოიცვალა: მონლუსონი, მასი, ფიჟაკი, ბულონი. ახლა ის ნიცაში ასპარეზობს, სადაც მასთან ერთად კიდევ ოთხი ქართველი: ლადო გუნიავა, გიორგი ცქიტიშვილი, კახაბერ კობერიძე და გიორგი ჩხაიძე თამაშობენ. ამ კლუბის მთავარი მწვრთნელი კი ქართველი დავით ბოღაშვილია. მთავარ გუნდში თამაშის გარდა, გიგაური ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელიც არის.

რევაზსა და მის თანაგუნდელებზე გადაცემა რადიო თავისუფლებამ მოამზადა. გადაცემის 'პერსპექტივა' ავტორი ოქროპირ რუხაძე და ოპერატორი ილია სამურგანიდი კლუბის ვარჯიშს დაესწრნენ და რევაზ გიგაურის და მისი ქართველი თანაგუნდელების შესახებ ძალიან საინტერესო ამბავი მოამზადეს.

კომენტარები

ბოლო ამბები