Thumbnail
  • ჟალგირისმა უნიკახას 79:77 მოუგო.
  • გიორგი შერმადინმა 17 წუთში 8 ქულა მიითვალა.
  • უნიკახა მილანის ოლიმპიას 17 იანვარს უმასპინძლებს.

ევროლიგის მე-17 ტურში გიორგი შერმადინის უნიკახა ჟალგირისს ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 77:79 დამარცხდა. ყველაფერი გადაჭედილ "ჟალგირიო არენაზე" ბოლო წამზე გადაწყდა, როცა ედგარას ილანოვასმა რეი მაკალუმს დაუფარა და შარუნას იასიკევიჩუსის გუნდმა გამარჯვება იზეიმა.

► თორნიკე შენგელიას ბასკონიამ ოლიმპიაკოსი მიწასთან გაასწორა

ესპანურმა კლუბმა ტაიმი 8 ქულის სხვაობით მოიგო, მაგრამ მეორეში ეს უპირატესობა გაანიავა. 

გიორგი შერმადინი სასტარტო ხუთეულში არ იყო, მან ჯამში 17:23 წუთი ითამაშა და 8 ქულა ჩააგდო. შერმადინმა 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, მიზანს უწია გიორგის ორივე საჯარიმო სროლამ.

8 ქულის გარდა შერმადინის ანგარიშზე 3 მოხსნა, 2 პასი, 2 ბლოკი და 1 ჩაჭრაა.

გიორგი შერმადინის სუპერბლოკი

მარგი ქმედების კოეფიციენტით (15) ქართველი ცენტრი გუნდში მეორე ადგილზეა ჯეიმს აუგუსტინის (21) შემდეგ. ქულებით უნიკახაში საუკეთესო ადამ ვაჩინსკი იყო - 14 ქულა.

გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო პაულიუს იანკაუსკასი იყო - 14 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი, 3 ჩაჭრა.  
17 თამაშიდან 7 მოგებითა და 10 მარცხით უნიკახა მე-10 ადგილზეა. პლეი ოფში 8 გუნდი გადის.

კომენტარები

ბოლო ამბები