Thumbnail

თამაშების დეველოპერების ფავორიტი პლატფორმა კვლავ პერსონალური კომპიუტერია

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • GDC-ს უახლესი კვლევა ბევრ საინტერესო ინფორმაციას მოიცავს
  • დეველოპერების უმრავლესობა Steam-ით უკმაყოფილოა
  • 'კონსოლების' პოპულარობა ნელ-ნელა იკლებს

პერსონალური კომპიუტერი (PC) 'გეიმინგისთვის' კვლავ ყველაზე პოპულარულ პლატფორმად რჩება და 'კონსოლებთან' და მობილურ ტელეფონებთან მისი უპირატესობა უფრო და უფრო იზრდება. აღნიშნული თამაშების დეველოპერების კონფერენციაზე (GDC) მათი გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა, რომელშიც 4000-ზე მეტი კომპანია იყო ჩართული.

კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიის კვლევამ დაადგინა, რომ რესპონდენტების 56%-ს მათი ბოლო თამაში PC-ზე ჰქონდათ გამოქვეყნებული. ისტორიაში პირველად ხდება, რომ ეს რიცხვი 50%-ს აღემატება. გაგიკვირდებათ და მეორე ადგილზე 38%-ით სმარტფონები/ტაბლეტებია.

კითხვაზე, თუ რომელ პლატფორმაზე აპირებდნენ შემდეგი თამაშის გამოქვეყნებას, დეველოპერების ორმა მესამედმა PC დაასახელა. PS4 დეველოპერების 32% გეგმებში შედის. 'ვხედავთ, რომ პერსონალური კომპიუტერი კვლავ ლიდერობს და მისი სხვა პლატფორმებთან უპირატესობა წლიდან წლამდე იზრდება', - წერია კვლევაში.

პერსონალური კომპიუტერი კიდევ ერთ კომპონენტში ლიდერობს - დეველოპერთა 60%-მა პროცენტმა განაცხადა, რომ მათთვის ყველაზე საინტერესო პლატფორმა მომავალშიც PC იქნება. მეორე ადგილზე 45%-ით 'ნინტენდო სვიჩი' გავიდა.

'ნინტენდო სვიჩზე' თამაშების გამოქვეყნებას დეველოპერთა 45% გეგმავს

კვლევაში Steam-ის, GOG-ის, Epic Store-ის და სხვა მსგავსი ელექტრონული მაღაზიების შესახებ დეველოპერთა პოზიციაცაა ასახული. მათი მცირე ნაწილი, მხოლოდ 6% ფიქრობს, რომ Steam-ის მხრიდან თამაშის ღირებულების 30%-ის აღება სამართლიანია. მიუხედავად ამისა, Steam კვლავ ყველაზე პოპულარულ ვებ-მაღაზიად რჩება, რომელსაც თამაშის გასაყიდად დეველოპერთა 47% იყენებს. მეორე ადგილზე კომპანიების პირადი ვებ-გვერდები გავიდა, ხოლო GOG-ს მხოლოდ მათი 20% იყენებს.

კვლევის გადმოწერა პირადი ელექტრონული ფოსტის მითითების მეშვეობით ყველას შეუძლია.

კომენტარები

ბოლო ამბები